x
სასწრაფოდ აღკვეთეთ - ეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა კი არა, ნაცსექტის ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟია!– გიორგი გიგაური

რუსეთი ოკუპანტია

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალური ქსელის საშუალებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
ღია წერილი საქართველოს მთავრობას!
/სასწრაფოდ აღკვეთეთ - ეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა კი არა, ნაცსექტის ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟია!/

თბილისში თვალშისაცემად იმატა ინგლისურენოვანმა სტიკერებმა - “რუსეთი ოკუპანტია''! მათ ე.წ. ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ანუ ნაცმომოძრაობა აკრავს - მეტროებში, ქუჩებში, მაღაზიების კედლებზე თუ რესტორნებში!
და როგორც ამ “ანტისაოკუპაციო მოძრაობის'' ნაცმაცუნა ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლის კვალობაზე, საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ტურისტებმა უნდა ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნონ, რომ მათი ქვეყანა საქართველოს ოკუპანტიაო!

რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია!
მეტსაც ვიტყვი, რუსეთი საქართველოს უბოროტესი ისტორიული მტერია, რომელმაც ერთადერთმა გაბედა და გააუქმა ბაგრატოვანთა ათასწლოვანი სამეფო ტახტი და სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია! ეს ოსმალებს და სპარსებსაც კი არ უკადრებიათ საქართველოსთვის!
და რუსეთი, ქართული დიპლომატიის უაქტიურესი მოქმედებითა და დასავლეთის გეგმაზომიერი ზეწოლით, უნდა გაპანღურდეს არამხოლოდ საქართველოდან, არამედ კავკასიიდანაც - ისე ერთი ტყვიის გაუსროლელად, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა, გაცილებით ძლიერი საბჭოთა კავშირის დროს!
ეს ერთადერთი გამოსავალია!

მაგრამ...

ამ ანტისაოკუპაციო სტიკერებს არაფერი კავშირი არ აქვთ საქართველოს დეოკუპაციასთან - ეს არის ნაცმოძრაობის უმარტივესი საბოტაჟი სახელმწიფოს წინაშე, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდეს და შესაბამისად, ნაკლები მოგება მიიღოს რიგითმა ქართველმა თუ ბიუჯეტმა!
დიახ, ეს არის გეგმაზომიერი უვერაგესი ნაცსაბოტაჟი, ქვეყანაში სოციალური აფეთქების წინაპირობათა შესაქმნელად!

და ამ იდიოტურ ანტისაოკუპაციო სტიკერებზე რუსი ტურისტები უკვე წერენ სოცქსელებში - თუ არ გინდათ რუსული ტურიზმი, მაშინ პირდაპირ აკრძალეთ უვიზო მიმოსვლაო!

რაც მეტი რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში, რუსეთი, მისდა უნებურად, მით მეტად გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და პრაქტიკულად, მილიარდობით ლარის კონტრიბუციას გადაგვიხდის თავისი ოკუპაციისთვის!
განა ეს ასე ძნელი მისახვედრია?!

მოკლედ, მოვუწოდებ ყველა მაღაზიისა თუ დაწეესებულების მფლობელებს - კინწისკვრით გაყარეთ ეს ნაცსაბოტაჟნიკები თქვენი ობიექტებიდან და სახეზე ააკარით ეს სტიკერები!

მივმართავ ჩვეულებრივ მოქალაქეებს: სადაც ამ სტიკერებს ნახავთ, მაშინვე ჩამოხიეთ!

ხელისუფლებამ კი, დროულად მიხედოს ამ აშკარა საბოტაჟს და სასწრაფოდ აღკვეთოს ეს მარაზმი!

თუ ჭკუა გვაქვს, ჩვენ, რუსი ტურისტების მილიარდობით დანახარჯით საქართველოში, თავად რუსეთი უნდა ჩავაყენოთ საქართველოს დეოკუპაციის დიდ საქმეში!
შეიგნოს ყველამ: რუს ტურისტებს უნდა ხელი შევუწყოთ ქართულ არმიის დაფინანსებაში!
და ვინც ამას ხელს უშლის, სწორედ ის არის საქართველოს დეოკუპაციის მოწინააღმდეგე და ქვეყნის მტერი!

/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/- აცხადებს გიორგი გიგაური

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0