სხვა როგორ მოვაშოროთ ვარდს ბუგრი და სოკო შინაური საშუალებებით 2019, 31 მაისი, 15:44 ბუგრი ყველაზე გამძლე მავნებელია, რომელიც თქვენს ბაღში შეიძლება დასახლდეს. საკუთარი თავდასხმის ობიექტებად კი ისინი ყველაზე ხშირად ვარდებს ირჩევენ.
როგორ ვებრძოლოთ მათ ისე, რომ ვარდი არ დავაზიანოთ? გამოცდილი მებაღეები მათ წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ.
პირველ რიგში, ვარდი ჯანსაღი უნდა, იყოს, რომ ბუგრებმა ნაკლებად დააზიანონ. ამისთვის, ხშირად გააფხვიერეთ მიწა ვარდის გარშემო, მოაშორეთ სარეველები, დაუყარეთ სასუქი. უკვე დაავადებული ვარდის სამკურნალოდ კი შემდეგი საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ: 1.იოდი და რძე დაგჭირდებათ იოდი, გამფრქვევიანი ჭურჭელი, შპრიცი და 1/2 ჭიქა რძე. ჩაასხით გამფრქვევში 1 ლიტრი წყალი. შპრიცით ამოიღეთ ნახევარი მილილიტრი იოდი და ჩაასხით რძეში. რძე ყვითელ ფერს მიიღებს. ჩაასხით რძეც გამფრქვევიან ჭურჭელში, სადაც მანამდე 1 ლიტრი წყალი ჩაასხით. კარგად შეანჯღრიეთ და შეწამლეთ ვარდები. ეს ნარევი შესანიშნავი საშუალებაა როგორც ბუგრების წინააღმდეგ, ისე სოკოს პროფილაქტიკისთვის. 2. საპნის ხსნარი აიღეთ 1ს.კ. სარეცხის საპონი. გახეხეთ და გახსენით 1 ლიტრ წყალში. ფრთხილად დაასველეთ ვარდის კოკრები ამ ხსნარში. შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში საფრქვევით შეასხით ხოლმე. 3.ნივრის ნაყენი გაატარეთ ხორცსაკეპში 300 გრ. ნიორი ან ხახვი. დაასხით 1/3 ლიტრი წყალი და გააჩერეთ 6-8 საათით. გაწურეთ და დაუმატეთ 7 ლიტრი წყალი და 40 გრ. გახეხილი საპონი(სარეცხის). დაამუშავეთ ვარდები ამ ხსნარით. 4.კარტოფილის და საპნის ხსნარი როცა კარტოფილს გათლით, კანი არ გადაყაროთ. აიღეთ 1/2 კგ. ნათალი და დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 48 საათით. გაწურეთ და დაუმატეთ 50 გრ. საპონი (სარეცხის). ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ დაამუშავეთ ბუგრით დაზიანებული უბნები. 5.ხახვის ნაფცქვენი ხახვის ნაფცქვენს დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე და შემდეგ შეგიძლიათ ვარდების დამუშავება. 6.თამბაქოს ხსნარი 9 ლიტრ წყალს შეურიეთ 400 გრ.თამბაქო. ადუღეთ 30 წთ-ის განმავლობაში და მიღებული ხსნარი 2 დღით გააჩერეთ. გაწურეთ. 1 ლიტრ წყალში გახსენით 40 გრ. დაქუცმაცებული საპონი (სარეცხის) და დაუმატეთ თამბაქოს ხსნარს. მიღებული სითხით დაამუშავეთ ვარდები. ბუგრის ბუნებრივი მტერია ჭიამაია, ყურბელა, ბაზი, ოქროსთვალა. ისინი რომ მოიტყუოთ, დათესეთ თქვენს ბაღში კამა, ქონდარი, ია, ზიზილა. 1944 შეფასება არ არის
|