მსოფლიო ამერიკელი დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყებას გეგმავენ 2019, 31 მაისი, 13:24 აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის წევრები არ გამორიცხავენ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობას. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დჯეროლდ ნადლერმა და პარლამენტის სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადეს. სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მოითხოვს რკინის არგუმენტებს, რათა, დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის სხვა წევრები დაარწმუნოს ამაში. ნადლერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარების ვარიანტები არ არის გამორიცხული. მისი აზრით, არავის შეუძლია იყოს კანონზე მაღლა, მათ შორის, არც პრეზიდენტს. წარმომადგენელთა პალატაში, უმრავლესობა დემოკრატებია, რაც მათ საშუალებას მისცემს, სურვილის შემთხვევაში იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სენატის მიერ იქნება მიღებული, სადაც რესპუბლიკელები, რომელთაც ტრამპი ეკუთვნის, უფრო მეტია. შეერთებული შტატების ხელმძღვანელის შესაძლო გადადგომის შესახებ განცხადება ასევე გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილემ, ჯო ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ თუ ეროვნული ლიდერის ადმინისტრაცია მუშაობას გაგრძელებს ისე, რასაც ახლა ტრამპი აკეთებს, მაშინ იმპიჩმენტი გარდაუვალი იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე გამოეხმაურნენ სპეცპროკურორის რობერტ მიულერის გადადგომას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაემტკიცებინა ტრამპის შეთქმულება რუსეთთან და მოსკოვის სავარაუდო ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ საქმის გამოძიებაზე დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 38 შეფასება არ არის
|