შიდა ქართლი როგორ დასცინის მთავრობა გორელ გლეხებს?! 2019, 30 მაისი, 15:44
სტიქია 25 მაისს დაატყდა თავს რეგიონს და რამდენიმე წუთში გააქრო გლეხების ნაშრომი და გაწეული დიდი ხარჯი. მოსახლეობამ კომპენსაცია მოითხოვა ხელისუფლებისაგან, თუმცა სოფლის.მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა მარტივი მიზეზის გამო.ხელისუფლების წარმომადგენელმა ჯერ საყვედურივით გამოუცხადა გლეხებს, რომ მათ დაზღვევა არ ჰქონდათ, ხოლო შემდეგ ერთ ჰექტარ ფართობზე კომპენსაციის სახით 200 ლარი შესთავაზა.ბუნებრივია, გლეხების დიდი უმრავლესობა აღნიშნულს არ დათანხმდა, რადგან ამ სფეროში ოდნავ ჩახედულმა ნებისმიერმა პიროვნებამაც კი.იცის, რომ 200 ლარი ერთ ჰექტარ ფართობზე შესაძლოა ერთ ჩატარებულ სამეურნეო ოპერაციაზეც კი ნაკლები იყოს, მაშინ, როდესაც გლეხს 25 მაისამდე მის ნაკვეთში არაერთი სამუშაო აქვს შესრულებული და საკმაოდ დიდი ხარჯიც გაწეული. გასაგებია, რომ მთავრობა არაა ვალდებული გლეხის მოსალოდნელი (სტიქიის არ არსებობის შემთხვევაში) სრული მოგება აანაზღაუროს, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი კონკრეტულად ქართლელი გლეხების შემთხვევაში, კერძოდ:
1. 2008 წლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ თავის მიწაზე და მიუხედავად უსაფრთხო ყოფისა შრომობენ მუხლჩაუხრელად.
2.ძნელად თუ გაიხსენებთ ფაქტს, როდესაც ქართლელმა გლეხებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს ხილის ფასის გამო.
3. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ წინა წლის მოსავალით ფაქტიურად ვერ იხეირეს გლეხებმა დაბალი ფასის და უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის (ბაზარზე უცხოური, გაურკვეველი მეთოდებით მოყვანილი, მაგრამ იაფი პროდუქციის შემოტანის )გამო. 186 1-ს მოსწონს
|