ცომეული ლავაში კვერცხით და ყველით. 2019, 30 მაისი, 12:16 ![]() ინგრედიენტები: ლავაში, კვერცხი, ოხრახუში, ქონდარი, მარილი, ყველი. მომზადება: ტაფის ზომაზე გამოვჭრათ 2 ცალი ლავაში.მშრალ გაცხელებულ ტაფაზე დავაფინოთ ერთი ცალი ლავაში, დავასხათ გათქვეფილი 4 ცალი კვერცხი, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და ქონდარი, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით, შემდეგ გახეხილი ყველი, დავაფაროთ მეორე ცალი ლავაში, ორივე მხრიდან შევწვათ დაბალ ცეცხლზე. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დავახუროთ ტაფას სახურავი და შევწვათ 5 წუთი. გემრიელად მიირთვით. 155 შეფასება არ არის
|