x
image
ელენე გუმა
"გოგო თუ ბიჭი"? - ბერასა და ნანუკა გუდავაძის შვილის სქესი ცნობილია (ფოტოები)
image

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მალე მშობლები გახდებიან.


გოგოს მშობლები გახდებიან ისინი თუ ბიჭის, ამის შესახებ ორიგინალურად მიაწოდეს გულშემატკივრებს ინფორმაცია.


მათ გაავრცელეს ვიდეო, სადაც ლურჯი ბუშტები ბიჭის, ხოლო ვარდისფერი ბუშტები გოგო დაბადების მანიშნებელი იყო.



ყუთიდან, რომელიც წყვილმა ერთად გახსნა, ლურჯი ბუშტები ამოფრინდა, რაც იმის მანიშნებელია რომ წყვილი ბიჭის მშობლები გახდებიან.


ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცნობილი რეპერი ბერა ივანიშვილი 2018 წლის 11 ნოემბერს დაქორწინდა. მისი მეუღლე უმშვენიერესი ნანუკა გუდავაძეა.


მათ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს, სადაც ცერემონია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყვილის ბედნიერება მათმა ოჯახებმა და ახლობლებმა გაიზიარეს. ნანუკა ტაძრამდე მამამ მიაცილა. ნეფეც და პატარძალიც ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები.


წყვილმა თაფლობის თვე პარიზში გაატარა.


imageimageimageimageimage







0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0