საზოგადოება ყველაზე პროპაგანდისტული პლაკატები 2019, 29 მაისი, 11:36 მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პროპაგანდისტული პლაკატები ერთგვარ ხელოვნების ფორმასაც წარმოადგენდა, რომელთაგან ბევრი დღესაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მართლაც ძალიან საინტერესოა ეს ბროშურები და პლაკატები, რომლებიც სხვადასხვა მხარეთა კონფლიქტურ მოვლენებს ასახავდა. პლაკატი, ხშირად აფრთხილებდა ხელისუფლებასა და საზოგადოებას და მოუწოდებდა მათ დუმილისკენ, რომ მტრისთვის საჭირო ინფორმაცია არ მიეწოდებინათ.
მოდით, ყველამ ერთად გადავავლოთ თვალი ამ პროპაგანდისტულ პლაკატებს, რომელთაგან ბევრი დღესაც პოპულარულია: ადოლფ ჰიტლერს ყველგან შეეძლო თქვენი მოსმენა: სატელეფონო კავშირით, მატარებლით თუ ავტობუსით მგზავრობისას, სრულიად მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ იგი სადმე თქვენს უკან მჯდარიყო და მოესმინა თქვენი საუბრები. ჰიტლერი, როგორც ანიმაციური პერსონაჟი და დემონი. აქ კი მოკავშირე ძალების სოლიდარობას წავაწყდებით დევიზით "განადგურდეს მტერი ყველა მხრიდან". პლაკატი სლოგანით - "რუსი მებრძოლი არასოდეს დაიჩოქებს". პლაკატი თემით - "ეს ჭაბუკებიც გაიზრდებიან და დაიცავენ სამშობლოს". ასევე, მომდევნო პლაკატი თემით - "სტალინი, როგორც ერის მამა". გერმანელები, ომის დროს, ასევე თვითონ ქმნიდნენ საკუთარ პროპაგანდისტულ პლაკატებს. საბჭოელი მხატვრები ასევე სხვა პარალელებზე გვიყვებიან: ეს ბროშურები გვიყვება გერმანიის საჰაერო ძალებსა და მის თავდასხმებზე მტრის ტერიტორიაზე. ეს პლაკატები კი ამერიკას შეახსენებს მტრების არსებობის შესახებ. და ბოლოს, გერმანული პლაკატი სლოგანით "გამათავისუფლებლები"- 1944 წელი. 173 7-ს მოსწონს
|