სხვა უნიკალური Bentley ის პიკაპი აუქციონზე გაიყიდა 2019, 29 მაისი, 11:20 Silverstone ის აუქციონზე გაიყიდა უნიკალური Bentley ის პიკაპი, როგორც ლოტის აღწერილობაში იყო მითითებული, მანქანის მოდელი სპეციალურად შეიქმნა George Williams of Camperdown ისთვის, რომელიც არის ავსტრალიიდან და მანქანა მისთვის ინდივიდუალურად დაამზადეს.
ცნობილია, რომ პიკაპი სედანი Bentley S1 შეიქნმა 1956 წელს. პიკაპს უკანა ნაწილზე სავარძლების მაგივრად აქვს სატვირთო პლატფორმა. ხოლო შეღებილია ყვითელ ფერებში, ხოლო წინა მხარეს აქვს დახატული მფლობელის ლოგო, ფერმის სახელწოდებით Mount Fyans Black Angus Herd. . აუქციონზე მანქანის ღირებულება იყო 25-30 ათასი ფუნტი სტერლინგი. ავტომობილს აქვს 178 ცხენის ძალა, ხოლო 4 სიჩქარიანი ავტომატური გადართვის კოლოფი. სედანის ტექნიკური მახასიათებლები შეცვლილი არ არის. 131 შეფასება არ არის
|