x
image
Teklamaisuraze
როგორი ხარ სიმთვრალეში ჰოროსკოპის მიხედვით, ვერძი, კურო ტყუპები

ვერძი

image

ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე გულახდილი და გულუბრყვილო ვერძები, სიმთვრალეში კიდევ უფრო გულახდილები ხდებიან და ყვებიან ყველაფერს, რაც კი გაახსენდებათ, მთვრალი ვერძი ძალიან სახალისო და ენერგიულია. მასთან არასდროს მოიწყენთ, ვერძი 2 ჭიქის მერე ფლირტზე მარტივად გადადის და იმდენს ლაპარაკობს თავბრუს ახვევს გარშემომყოფთ. თუ მთვრალი ვერძის სახლში ხართ წვეულებაზე, ის ხშირად შეამოწმებს ყველა სტუმარს, აქვს თუ არა სასმელი, და დაინტერესდება, ვინმეს ხომ არ სჭირდება დახმარება, ვერძის მიზანია მისი სტუმრები ისე გრძნობდნენ თავს, როგორც თავად გაუხარდებოდა.

კურო

image

მთვრალი კუროს ამოცნობა ძნელი არ არის, მას ყველაზე ბანალურ ხუმრობაზეც კი შეუძლია ტირილამდე იხაოხაროს, და ამით საზოგადოების ყურადღება მიიქციოს, ხშირად სიმთვრალეში კუროები სხვადასხვაგვარ ხათაქალაში გაეხვნვიან ხოლმე. უყვართ წინ და უკან სიარული და სანამ ბოლომდე არ დაიღლებიან არ ჩერდებიან. სიმთვრალეში თუ რამე არ მოსწონთ, თავიანთ სიჯიუტეს ბოლომდე ავლენენ, და შეუძლებელია წინააღმდეგობების გაწევა. ასეთ მდგომარეობაში ჯობია კუროს გაერიდოთ. და მარტო დატოვოთ. სანამ დაავიწყდება ის თუ რაზე გაბრაზდა. მთვრალ კუროებს ხშირად სჩვევიათ ტანზემოდან გახდა, რადგან სიმთვრალეში უჭირთ სიმხურვალის ატანა. კუროსთან თუ გინდათ კარგად იქეიფოთ ნუ გააბრაზებთ.

ტყუპები


image

ტყუპები, როგორც ცნობილია გაორების ნიშანია, წარმოიდგინეთ გაოთხმაგებული მთვრალი ტყუპები მუდმივად ცვალებადი იდეებითა და აზრებით. სხვა ნასვამი ნიშნებისგან განსხვავებით, სიმთვრალეში ტყუპები მცირედით იცვლებიან. თითქმის ისეთივე რჩებიან როგორც სიფხიზლეში, რა თქმა უნდა ბევრს ლაპარაკობენ. მაგრამ თუ სიტუაცია და ადამიანები მობეზრდათ, უხეშობას ავლენენ ხოლმე. ზოგადად ტყუპები ტყუილის მიმართ არატოლერანტები არიან ხოლმე. ასევე მათ კარგად ამახსოვრდებათ სიმთვრალეში მისთვის ნათქვამი ტყუილები. რაზეც პასუხს მეორე დღეს აუცილებლად გაგებინებთ, თანაც ძალიან მწარედ. ასე რომ იყავით გულწრფელი ტყუპებთან, მიუხედავად იმისა ფხიზელია თუ მთვრალი.

ყურადღებით იყავით დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები. ყველა ნიშნისთვის შემოგთავაზებთ, და გაიგეთ როგორი ხართ სიმთვრალეში. თქვენთვის ფსიქოლოგები მუშაობენ.

1
259
3-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
259
  
2019, 31 მაისი, 14:39
საერთოდ არ დაემთხვა ჩემი კუროს ხასიათი????????????,გარდა ტანზევით გახდისა
0 1 1