სხვა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი - სიკვდილის ისტორიები 2019, 28 მაისი, 12:20 აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმის მახობლად მდებარეობს. ქალაქი 1939 წელს გერმანელებმა დაიკავეს და მას აუშვიცი დაარქვეს. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი, ნაცისტური გერმანიის მიერ აგებული ყველაზე დიდი სიკვდილმისჯილთა ბანაკი იყო, სადაც გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები. ბანაკი 1945 წლის 27 იანვრამდე მოქმედებდა, როდესაც საბჭოთა ჯარების მიერ მოხდა მისი გათავისუფლება. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდერობის ძეგლად არის აღიარებული. 154 შეფასება არ არის
|