კახეთი გაიცანით ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი - პირველი დაცული ტერიტორია კავკასიაში 2019, 25 მაისი, 17:58 ![]() ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ის პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა). ![]() ![]() დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: “როჭოს ჩანჩქერი“, “ნინოსხევის ჩანჩქერი“, “მაჭის ციხე“, “შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“. ![]() ![]() ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:
![]() ![]() ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. ![]() ![]() საქართველოს „წითელი ნუსხის" მცენარეებიდან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე 15 სახეობაა წარმოდგენილი, მათგან აღსანიშნავია: კაკალი, წაბლი, მაღალმთის მუხა, ლაფანი, უთხოვარი, კავკასიური ხურმა და სხვ. ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი მტაცებელი ფრინველებით განსაკუთრებულად მდიდარია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი. ![]() ![]() 283 შეფასება არ არის
|