კინო 9 მსახიობი, რომლებმაც ჯონ რემბოს როლი დაიწუნეს 2019, 25 მაისი, 18:53 ტედ კოტჩეფის საკულტო ფილმი "რემბო: პირველი სისხლი" ალბათ რთულია სილვესტერ სტალონეს გარეშე წარმოიდგინო. თუმცა, ფაქტია, რომ მთავარი გმირის - ჯონ რემბოს შესარჩევ კასტინგში სტალონე რიგით ყველაზე ბოლო იყო, ვისაც ვიეტნამის ომის სახელგანთქმული ვეტერანის როლის განსახიერება შესთავაზეს.შეთავაზებულ წინადადებას სტალონე იმ პირობით დათანხმდა, თუკი ის - ომის ვეტერანის სახეს უფრო ჰუმანურს გახდიდა.. ასე, ტრანსფორმირდა მკვლელი - მანიაკი მსხვერპლის სახებად. თუკი, დევიდ მორელის რომანის "პირველი სისხლის" მთავარი გმირი - რემბო ათეულობით ადამიანს სიცოცხლეს ასალმებდა, სტალონემ სცენარში ყველაფერი ისე "დაალაგა", რომ ჯონი აღარავის კლავდა (თუ არ ჩავთვლით ვერტმფრენიდან პოლიციელის ჩამოვარდნას) სცენარზე მუშაობისას, მსახიობს პერსონაჟი იმდენად შეუყვარდა რომ მალევე მიხვდა - რემბო მხოლოდ მას უნდა ეთამაშა. თუმცა, ცნობილია, რომ ამ როლს სანამ სტალონეს შესთავაზებდნენ, მანამდე ის ბევრმა მსახიობმა დაიწუნა.10 წლის განმავლობაში ფილმის იდეა სტუდიიდან სტუდიაში უშედეგოდ "დადიოდა", ხოლო პროდიუსერთა ვინაობა კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლებოდა, სანამ 1981 წლის საბედისწერო ნოემბრის თვეს ფილმის გადაღებები საბოლოოდ არ დაიწყო. კინოსურათი მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დასრულდა. ამერიკაში ფილმის პრემიერა 1982 წლის 22 ოქტომბერს შედგა. ახლა კი იმ ცნობილი მსახიობების ვინაობას გთავაზობთ, ვინც საკულტო - ჯონ რემბოს სახის შექმნაზე უარი განაცხადა.კლინტ ისტვუდიალ პაჩინოდასტინ ჰოფმანინიკ ნოლტიკრის კრისტოფერსონიჯეფ ბრიჯესირობერტ დე ნირომაიკლ დუგლასიჯონ ტრავოლტა621 შეფასება არ არის |