x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"გარდაცვლილი ბავშვის მამა უნდა დააპატიმრონო...არ მინდოდა რამის დაწერა, მაგრამ... "
image


კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მოკლული 8 თვის ბავშვის მამა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო. აღნიშნულ საკითხს ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.


"არ მინდოდა ამ თემაზე რამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:

ახლა რომ აცხადებენ, გარდაცვლილი ბავშვის მამა უნდა დააპატიმრონ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვისო, მიჩნდება ლოგიკური შეკითხვები:


- იცოდა თუ არა სკოლამ, რომ მოსწავლე გათხოვდა და ბავშვიც გააჩინა?
- იცოდა თუ არა აღაიანში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა თანასოფლელის დაოჯახების შესახებ?

შეკითხვაზე, - იცოდა თუ არა იმ სამშობიაროს პერსონალმა, სადაც ბავშვი გაჩნდა, რომ მშობიარე არასრულწლოვანი იყო? - პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რასაკვირველია, იცოდა!

ჰოდა, პრობლემა სისტემურია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
ამ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის დაპატიმრება და ხანგრძლივად ციხეში გამოკეტვა არ არის გამოსავალი!

ეს ტრაგედია საკუთარი ძალმოსილების დემონსტრირებისთვის კი არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ, არამედ კარგად უნდა დაფიქრდეს და ისე ააწყოს სისტემა, რომ მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ არ ავტეხოთ ვაი-უშველებელი.

ეს ერთი ფაქტი არც იმის განზოგადებისთვის გამოდგება, რომ ყველა არასრულწლოვანი დედა პოტენციური შურისმაძიებელი და მკვლელია.

თუ ამ ტრაგედიამ არაფერი გვასწავლა, შეურაცხყოფას მაინც ნუ მივაყენებთ იმ დედებს, რომლებსაც ერთ მხარეს ჩვილი ეწვინათ, მეორე მხარეს კი თოჯინა, და კარგი შვილებიც გაზარდეს.

ეს ვიშვიში და თავზე ნაცრის წაყრაც არ არის საჭირო, - ტრაგედია ყველგან ხდება. მთავარია, რამდენად გავითვალისწინებთ და რას ვისწავლით ამ მძიმე ტრაგედიით მიღებული მწარე გაკვეთილიდან."- წერს მძინარიშვილი.


კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ - მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ დააკავა.


გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.


შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


"გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, "



2
371
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
371
  
2019, 25 მაისი, 13:03
იცი რაააააა?????????? საქართველოში უნდა იცოდე სიყვარულის და სექსის სურვილი ვერ გაუსხვავებიათ ერთმანეთისგან
0 1 2