საზოგადოება გაიცანით ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2019, 24 მაისი, 12:10 ![]() ჯავახეთის დაცული ტერტორიები მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მისი ფართობი 16614 ჰექტარია. მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს. ![]() ![]() ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა. აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება. ![]() ![]() ჯავახეთი უტყეო მხარეა. აქ ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები გვხვდება. ![]() ![]() ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის. ![]() ![]() ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:
![]() ![]() 63 შეფასება არ არის
|