სხვა აფრიკელმა მამაკაცმა ძველი საბურავების გამოყენებით სიმდიდრე მოიპოვა! 2019, 29 მაისი, 2:02 ავტომობილის ძველი საბურავების გამოყენებით, რაიმე წარმოუდგენლის შექმნა ალბათ ყველასთვის რთული საქმეა. ძველი საბურავები ძირითადად გარემოს აზიანებს, თუმცა ახალმა გამომგონებლებმა ამ პრობლემის გადაჭრაც მოახერხეს, თან ისე, რომ არც გარემო დაბინძურდება და არც ადამიანი დარჩება უკმაყოფილოდ. წელიწადში საშუალოდ ერთი მილიონი საბურავი ფუჭდება, აქედან გამომდინარე, მათი გამოყენება შეუძლებელია და უფრო ცუდიც - გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორიცაა. ახალი თაობის გამომგონებლებმა ამ პრობლემის მოგვარება მოახერხეს, ევროპის და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში დაწყებულია სპეციალური პროგრამები, რომელიც ძველი საბურავების სწორად გამოყენებას გვასწავლის. მანამდე, ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში კენიაში ერთ-ერთმა მოქალაქემ ძველი საბურავების გამოყენებით სანდლები შექმნა, რომელიც დედაქალაქ ნაირობის ქუჩებში 2-5 დოლარის ფარგლებში საკმაოდ კარგად იყიდება დღემდე. უფრო ადრე, გასულ საუკუნეში კენიის სამხრეთით და ტანზანიის ჩრდილოეთით მდებარე მასაი მარას ტომის წარმომადგენლები ძველი საბურავების გამოყენებით ფეხსაცმელებს კერავდნენ. კენიელი ახალგაზრდა მამაკაცი დღემდე საკუთარი ბიზნესის ერთგულია, მას ჰყავს რამოდენიმე დამხმარე ამ ბიზნესში, რომლებსაც საკმაოდ კარგ ხელფასს უხდის. როგორც ცნობილია, მამაკაცი ბიზნესის დაწყებამდე გაჭირვებული იყო, მან უბრალოდ მოიფიქრა მარტივად ფულის შოვნის ხერხი და გამოიყენა საკუთარი ნიჭი. დროთა განმავლობაში ნაირობელები უფრო იაფიან და გამძლე ფეხსაცმელებს ზუსტად ამ მამაკაცისგან ყიდულობენ და რაც მთავარია კმაყოფილებიც რჩებიან. კენიელი მამაკაცის გარდა, ბოლო წლებში ძველი საბურავების გამოყენება ინდოეთში, ჩინეთსა და შვედეთშიც აქტიურად დაიწყეს. მუმბაიში ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს ავეჯს საბურავებისგან, შვედეთში უკვე ქანდაკებების შექმნაც დაიწყეს, ხოლო ჩინეთში საკვები პროდუქტის გარდა ალბათ ყველაფრისთვის იყენებენ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>5 ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობენ 5 ყველაზე საოცარი საცხოვრებელი ადგილი - ადამიანის შთაგონების ძალას საზღვარი არ გააჩნია! 6 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად აკეთებთ! ეს უნდა ნახოთ! სანაპიროებზე გამორიყული 10 უცნაური რამ! 1443 4-ს მოსწონს
|