x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა ასაკში გათხოვდებით და როგორი იქნება თქვენი ქორწინება - ვარკვევთ ხელის გულზე ქირომანტიის მიხედვით
image


ყველა ქალს სურს იმის გაგება, როგორი იქნება მისი ქორწინება და როდის გათხოვდება. ქირომანტები ამ ყველაფრის ხელის გულზე ამოკითხვას გვთავაზოენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დეტალების განსაზღვის მიზნით, უმჯობესია, სპეციალისტს მიმართოთ (თუ ქირომანტიის გჯერათ). თუმცა ამ სტატიიდანაც ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.


რომელ ხელის გულზე ვიმკითხაოთ?


თუ მემარჯვენე ხართ, მარჯვენა ხელს უნდა დააკვირდეთ, ხოლო თუ ცაცია ხართ, შესაბამისად, მარცხენას. თუმცა ამ წესს ყველა ქირომანტი არ მისდევს. კამათს არ ვაპირებთ, უმჯობესია, მარტივი გზით ვიაროთ.



image


სად მდებარეობს ქორწინების ხაზი?


უნდა ეძებოთ ჰორიზონტალური ხაზები, რომლებიც განლაგებულია ხელის გულზე, ნეკის ფუძესა და გულის ხაზს შორის მდებარე მონაკვეთში. ქირომანტიაში არ ასებობს პასპორტში დასმული ბეჭდის გაგება, ამიტომ იმის თქმა, რომ ეს ხაზი ოფიციალური ქორწინებაა, თუ მყარი ურთიერთობა, ძნელია. თუმცა რაც უფრო გრძელია ხაზი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ქორწინებაა.


image


როგორ განვსაზღვროთ დაქორწინების ასაკი?


უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი წლისაა ქალი, რომელსაც ეს აინტერესებს.


თუ 40 წლამდეა, მაშინ დაქორწინების ასაკის დადგენა ასე ხდება – გულის ხაზიდან ნეკის ფუძემდე მანძილი, პირობითად, 40 წელს უდრის, შუა გული, შესაბამისად – 20 წელია. ქორწინების ხაზის მდებარეობის მიხედვით დაადგენთ ასაკსაც. თუ ქალის ასაკი 40 წელს აღემატება, ასე მოიქეცით – ნეკის ფუძე 40 წელს უდრის, გულის ხაზი კი 80 წელს. უფრო ზუსტად ეს წესი მათ შემთხვევაში მოქმედებს, ვისი ასაკიც 35 წელს არ აღემატება.



image


როგორი სახის ქორწინების ხაზები არსებობს?


მათი სახეობის მიხედვით შეგვიძლია ვისაუბროთ შესაძლო ქორწინებაზე:

– ხაზი იკეცება, იხრება მაღლა – ოფიციალური ქორწინების გაფორმება შეუძლებელია, ეს ხშირად იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც საკუთარი შეხედულებების გამო, ურთიერთობის დაკანონება არ სურს.

– ხაზი მკვეთრად დაბლა ეშვება – ასეთი ხაზის მფლობელი პარტნიორზე დიდხანს იცოცხლებს.

– ხაზი იყოფა ორად, შემდეგ კი ისევ ერთდება და ქმნის მარყუჟს – წყვილი ერთმანეთს დაშორდება და ისევ შერიგდება.

– ხაზის განშტოება (ორპირიანი ჩანგლის ფორმა) – ამ ნიშნის მფლობელის ინიციატივით მოსალოდნელია განხეთქილება ან განწორქინება.

– ხაზიდან დაბლა ეშვება ტოტი, შესაძლოა, რამდენიმე წვრილი განშტოებაც – ქორწინების თანმდევი იქნება ავადმყოფობები.


image


რას ნიშნავს თუ ქორწინების ხაზი საერთოდ არ არის ან ძალიან ბევრია?


ასეც ხდება, მაგრამ ეს სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ დაქორწინდება ან მეუღლეებს ხელთათმანივით გამოიცვლის. თანამედროვე ქირომანტიაში ქორწინების ხაზებს ოფიციალურ კავშირებთან მიმართებაში არ განიხილავენ. არსობრივად ეს ხაზები იმის მაჩვენებელია, როგორ ახდენს ადამიანი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში საკუთარი ენერგიის რეალიზაციას. ანუ ადამიანი ან განიცდის სტაბილურ სწრაფვას, ან ეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გაელვებაა.


image


ბევრი ხაზი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს განსაკუთრებული პირობები სჭირდება, გრძნობების გამჟღავნებას ძალიან ემოციურად უდგება და საწინააღმდეგო სქესის ადამიანს რთულად ეხსნება. ხაზების არარსებობს კი, პირიქით, ნიშნავს, რომ ადამიანს არ რცხვენია საკუთარი მისწრაფებების და ახალ გატაცებას იოლად მიეცემა.



პოსტის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
949
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
949
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0