x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
5 ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობენ

დღეს ვისაუბრებთ 5 ქალაქზე, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ახერხებენ ცხოვრებას, თუმცა ქალაქების ადგილმდებარება ძალზედ უცნაურია.


image










1. ვიტიერი - აშშ

image


როდესაც აშშ-ზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში აზრად მოგვდის ყველაზე გრანდიოზული ქალაქები, სადაც ძირითადად ცათამბჯენებია განშენებული, თუმცა ალასკის შტატში არსებობს ერთი ქალაქი Whittier, სადაც მხოლოდ 288 ადამიანი ცხოვრობს. მთების კალთებქვეშ გვირაბი გადის, რომლის საშუალებითც ქალაქში შევდივართ. უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ფართი არსებობს და ამ დიდ სახლში ცხოვრობს 288 ადამიანი(დღევანდელი მონაცემებით), სახლს Begich Towers - ჰქვია. ამ დიდ საცხოვრებელ სახლში არსებობს ერთი სავაჭრო ობიექტი, ეკლესია, სკოლა და საავადმყოფო. ცივი ამინდებიდან გამომდინარე სახლიდან გასვლას ყველა მოქალაქე ერიდება, მმართველი პალატა შედგება 14 პერსონისგან - აქედან ერთი ქალაქის მერია.








2. სუდი - სამხრეთ სუდანი

image


სამხრეთ სუდანში მდებარე სუდის ჭაობი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭაობია. ამ ადგილზე ბევრი მწერიდან და ტენიანობიდან გამომდინარე საცხოვრებლად რთული პირობებია, მაგრამ გაშენებულია ქალაქი. ადგილობრივები, რომლებიც წლებია ამ ქალაქში ცხოვრობენ, თავს თევზაობით ირჩენენ. საშიშროება, რომელიც მათ აწუხებს, ჭაობში ჩაძირული სახლებია, რომელსაც მოგვიანებით თავიდან აშენებენ.









3. კუნძული აოგაშიმა - იაპონია

image


იაპონიის კუთვნილი ვულკანური კუნძული ფილიპინის ზღვაში, ექვემდებარება ტოკიოს ადმინისტრაციას, მდებარეობს მისგან 358 კმ-ით სამხრეთით. წარმოადგენს იძუს კუნძულებისუკიდურეს სამხრეთში მდებარე და ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ კუნძულს. კუნძულზე გაშენებულია სოფელი აოგაშიმა, რომელიც ტოკიოს მეტროპოლიურ არეალში, ჰატიძიოს პრეფექტურაში შედის. 2009 წლის მონაცემებით, კუნძულზე 205 ადამიანი ცხოვრობდა. მიეკუთვნება ფუძი-ჰაკონე-იძუს ეროვნულ პარკს. როგორც ცნობილია, ვულკანი 300 წელზე მეტია არ ამოფრქვეულა, თუმცა ადგილობრივები ყოველ ღამით იმის შიშთ ხუჭავენ თვალს, რომ ვულკანმა შესაძლოა გამოიღვიძოს.








4. ლა-რინკონადა - პერუ


image


ლა რინკონადა ალპებში მდებარე პატარა ქალაქია და მსოფლიოში ყველაზე მაღლა განლაგებულ ქალაქად ითვლება. ქალაქამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მქონე დიდი სატვირთო მანქანაბით ან მთის ბილიკების გამოყენებით. აქ ნამდვილი ოქროს ციებ-ცხელებაა: ქალაქის სიახლოვეს დაახლოებით 250 პატარა მაღაროა, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები მუშაობენ. ზოგიერთი ადამიანი მთელი თვის მანძილზე უფასოდ მუშაობს, სამაგიეროდ თვის ბოლო დღეს შეუძლიათ იმდენი მადანი წაიღონ თავისთვის, რამდენსაც მოერევიან. გაიშვიათებული ჰაერის, დაბალი ტემპერატურების და ელემენტარული სანიტარული პირობების არარსებობის გამო აქ მხოლოდ ყველაზე თავგანწირული პერუელები ამოდიან საცხოვრებლად და სამუშაოდ.









5. ილოკორტოორმიუტი - გრელანდია

image


ილოკორტოორმიუტი პატარა სოფელია გრელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. აქ უმეტესად მეთევზეები და მონადირეები ცხოვრობენ. დანარჩენი სამყაროსგან ტუნდრითაა გამოყოფილი და ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოეთით განლაგებულ დასახლებად ითვლება. აქ მოხვედრა შეიძლება თვითმფრინავით (კვირაში ორი რეისი) ან ნავით (წელიწადში რამოდენიმე თვის განმავლობაში). აქ 450-მდე ადამიანი ცხოვრობს. დასახლებაში არის ერთი პროდუქტების მაღაზია და ერთი ისტორიული მუზეუმი. ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ტურიზმიც.
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!



























<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



5 ყველაზე საოცარი საცხოვრებელი ადგილი - ადამიანის შთაგონების ძალას საზღვარი არ გააჩნია!

image



სოფელი სადაც 100 წელია მზე არ ამოსულა... აი რა მოიფიქრეს ადგილობრივებმა

image




მეცნიერულად აუხსნელი, 6 დაუჯერებელი ადგილი ჩვენს პლანეტაზე!

image



4 ადგილი დედამიწაზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს!

image


შოუბიზნესის ცნობილი ქალბატონები, რომლებიც ქორწინებამდე დაფეხმძიმდნენ

image



ციყვი ყოველდღე ფანჯარას უკაკუნებდა... ხოლო საოცრება 8 წლის შემდეგ მოხდა...

image



სიკვდილამდე რამოდენიმე წამით ადრე... ტრაგიკული ფოტოების ისტორია!

image



ერთად თავმოყრილი "სიბნელე" - როგორია ცხოვრება ინდოეთში?

image



მამაკაცმა ტყეში კოტეჯი იპოვა, ხოლო რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად დაუჯერებელია...

image



ბერმუდის "ეშმაკის სამკუთხედის" საიდუმლო ამოხსნილია!

image





0
2129
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0