1) პირველი, კრიტერიუმების მხრივ, არის წონა. არასდროს ელაპარაკოთ თქვენს პარტნიორს თავის წონაზე, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ეს მათზე ნეგატიურად მოქმედებს და უფრო კომპლექსდება.
2) არასდროს ილაპარაკოთ თქვენს ყოფილ შეყვარებულებზე. როდესაც მასთან ინტიმურ შეხვედრაზე ხართ თქვენს გარდა იქ არავინ არ უნდა ფიგურერებდეს. ეს არის ახალი სამყარო, რომელშიც მხოლოდ თქვენ არსებობთ.
3) როდესაც ბიჭი გეკითხებათ, თუ რატომ ხართ მარტო, არ უპასუხოთ, რომ არავის უთქვამს თქვენთვის სიტყვა ''მიყვარხარ'', რადგან ეს ბიჭს თქვენს რეპუტაციაზე აეჭვებს. ეცადეთ უფრო ვრცლად ისაუბროთ ამ თემაზე და ლაკონური სიტყვებითა და აზრებით არ შემოიფარგლოთ.
4) როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან, ეცადეთ რომ თქვენი პარტნიორი საკუთარი კომპლიმენტით დაკმაყოფილდეს. აგრძნობინეთ, რომ ამან თქვენზე დადებითად იმოქმედა და მისდამი სიიმპათიით ხართ აღსავსე.