x
image
ნინიკ
სუნამო და ხასიათი
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყველას შეუძლია გაშიფროს ყველა საიდუმლო, როგორც თავისი, ასევე სხვების. ამისათვის საჭიროა დავაკვირდეთ არომატის მიმართულებას. ყველა არომატის კლასიფიცირება შეიძლება, მთავარია დავაკვირდეთ და გავიგოთ რას ნიშნავს ის:
image

აღმოსავლური სურნელი – ვანილი, ამბრა, მუსკატის კაკალი და შავი პილპილი. ამ არომატის მოყვარული ადამიანები, აფასებენ ტრადიციებს. უყვართ მარტოობა, კოლექციონერობა, ხშირად გამოირჩევიან ეფექტური გარეგნობით. თავს უვლიან და როგორც წესი, ძალიან განათლებულები არიან.

ციტრუსის არომატი - ვისაც ციტრუსის არომატი მოსწონს, გამოირჩევა ორგანიზებულობით, დისციპლინით, უყვართ ყველაფრის დაგეგმვა და იბრძვიან წარმატების მისაღწევად.
ხილის არომატის- მოყვარულებს უყვართ ხმაურიანი კომპანიები. სანდო ადამიანები არიან, შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა და კარგად ესმით იუმორი.
imageყვავილოვანი არომატი (თეთრი ყვავილები) – თუ თქვენ ამ ჯგუფიდან, რომელიმე არომატს იყენებთ, ესეიგი ძალიან მსუბუქი სასიამოვნო და სანდო მეგობარი ხართ, თუმცა ცოტა მეგობარი გყავთ.


ყვავილოვანი არომატი (თაიგული): ვარდები და ჟასმინი. თუ თქვენ ყვავილების ნაკრების არომატს იყენებთ, მაშინ გიყვართ სხვისი ცხოვრების გალამაზება. ხართ კოლექციონერი და კარგი დიასახლისი.
ხის არომატები – გამოირჩევიან ელეგანტურობით და თავშეკავებულობით. არიან სანდოები, განათლებულები, ნაკითხები და ფრთხილები. სიმშვიდეს ინარჩუნებენ კრიტიკულ მომენტებშიც კი.
მწვანე” ტყის არომატები- ასეთი სურნელის მოყვარულები, ძირითადად სპორტით არიან დაკავებულნი და უფრთხილდებიან ფიგურას.
image

ოკეანის ან ზღვის არომატები – ეშინიათ დახურული სივრცის და ამიტომ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ამ ტიპის არომატები. მათ არ უყვართ ზედმეტი მორთვა, გამოირჩევიან მინიმალისტური ჩაცმის სტილით.


ჰაეროვანი არომატები – მათი სუნი გვაგონებს სუფთა ჰაერს და მაღალმთიან ადგილებს. ასეთი არომატის მოყვარულები ხშირად ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ უყვართ ქალაქგარეთ გასვლაც. შეუძლიათ ჰარმონიას მიაღწიოს ქალაქში და ქალაქგარეთ ცხოვრებისას. არიან მოდის მიმდევრები.


imageკულინარული არომატები: ფინიკი, ყველი, ყავა, ვისკი, პორტვეინი, შამპანური. დახასიათება: სტილი, შარმი, სექსი. გამოირჩევიან გამბედაობით და მამაცობით. არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, გამოუცნობი ადამიანები.

ტყავის არომატებს როგორც წესი, იყენებენ მამაკაცები: გამომძიებლები და მეცნიერები.
(sisi.)
0
468
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0