მომღერალი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველომ თამთას 6 ქულა, ჩეხეთს კი 12-დაუწერა.
როგორც მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველა მხრივ ესეთი სიქაჯე ტეხავს!
"საქართველოს ჟიურის თამთასთვის 6 ქულა დაუწერია ევროვიზიაზე და ჩეხეთისთვის 12. არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ ძაან ტეხავს. ყველა მხრივ ესეთი სიქაჯე ტეხავს!" - წერს სტეფანე.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლორენსი გახდა. მან ჟიურისა და მაყურებლის ქულათა ჯამით საუკეთესო შედეგი მიიღო და ევროვიზია 2019 წლის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.
მეორე ადგილზე გავიდა კონკურსანტი შვედეთიდან. მესამე კი, რუსეთის წარმომადგენელი გახდა.
ევროვიზიის ფინალზე 26 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა. კონკურსის წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა, სადაც მათ დიდი ხუთეულის ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებიც კონკურსის დამფუძნებლები არიან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ისრაელი.
პირველი ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართა. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში მოხვდა: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო, სლოვენია. მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნები იყო: ჩრდილოეთ მაკედონია, ნიდერლანდები, ალბანეთი, შვედეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და მალტა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნახეთ, რას წერს ანრი ჯოხაძე თამათა გოდუაძეზე და ევროვიზიის შედეგზე - "შური კლავს მეგობრებო !!!"