x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
5 ყველაზე საოცარი საცხოვრებელი ადგილი - ადამიანის შთაგონების ძალას საზღვარი არ გააჩნია!

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 5 საცხოვრებელ ადგილზე, რომელიც საოცარი შთაგონებითაა აშენებული. წარმოგიდგენთ ამ წარმოუდგენელ სანახაობას:


image










1. სახლები სავაჭრო ცენტრის თავზე

image



მოსახლეობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ადგილი ჩინეთს უკავია. როგორც ჩანს, ჩინელები კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. ქალაქ ჰენიანგში მდებარე სავაჭრო ცენტრის თავზე, ერთ-ერთმა კომპანიამ ძვირად ღირებული სახლები ააშენა. ცნობისთვის, მსურველები სოლიდურ თანხას იხდიან ამ სახლების სანაცვლოდ, თუმცა ჯერ არც ერთი არ არის გაყიდული.








2. კუნძული მიგინგო

image



მიგინგოს კუნძული ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია მთელ მსოფლიოში. ფართობით მხოლოდ ერთი საფეხბურთო მოედნის ტოლია, თუმცა 500 მოსახლე ჰყავს. კუნძული მდებარეობს აფრიკაში, ყველაზე დიდი ტბის, ვიქტორიას შუაგულში. 2 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ კუნძულზე ჟურნალისტებისთვის შესვლა აკრძალაულია, აქედან გამომდინარე, კუნძული იდუმალებით აღსავსეა. როგორ ცნობილია, ამ ადგილზე ერთი სუპერმარკეტი, ერთი სალონი და ერთიც ბორდელი მუშაობს. ადგილობრივები თავს თევზაობით ირჩენენ.








3. კუნძული უროსი

image



კიდევ ერთი უცნაური ადგილი სამხრეთ ამერიკაში, ტიტიკაკას ტბაზე მდებარე უროსის კუნძულია. 41 მცირე კუნძულისგან შემდგარ კუნძულის ცენტრში მისასვლელად ნავით 90 წუთია საჭირო. სრულიად ჩალით გაშენებული კუნძული არსებობას 20 წლის მანძილზე ინარჩუნებს, ნაგულისხმევი პერიოდის შემდეგ, ადგილობრივები თავიდან იწყებენ გაშენებას. კუნძულზე უროსის ხალხი ცხოვრობს, მათ არ მოსწონთ ხმელეთზე ცხოვრება, მათი ქალები განსაკუთრებული სიმსუქნით გამოირჩევიან. ასევე ცნობილია, რომ მათ სახლებს ტოტორებს ეძახიან და ამ კუნძულზე არანაირი ტექნოლოგია არ არსებობს.








4. ტიბელი


image



აფრიკის დასავლეთით, ბურკინო ფასოში მდებარე სოფელი ტიბელე გამოირჩევა უფანჯრო და ტალახისგან აშენებული სახლებით. 1200 ჰექტარზე გაშენებულ სახლებს ფანჯრები არ აქვთ და სხვადასხვა ფერებშია მორთული. როგორც ცნობილია, აქ ცხოვრობენ XV საუკუნიდან მოყოლებული კასენალების ეთნიკური ჯგუფები. ყველა სახლი ერთმანეთისგან გეომეტრიულად გამოირჩევა.









5. პლასტიკური კუნძული

image



ინგლისელმა მუსიკოსმა და გარემოს მოყვარულმა რიჩარდ სოვამ ოცნება აისრულა და ააშენა საკუთარი კუნძული. მან გარემოში დაყრილი პალსტმასის ბოთლები შეაგროვა, რასაც თვეები მოუნდა, და პალეტებზე მიმაგრებით დაუჯერებელი ხელოვნური კუნძული შექმნა, სადაც დღემდე ცხოვრობს. მას სჯერა, რომ ამ ხერხით გარემოს დაცვა შესაძლებელია, კუნძულზე მისვლა-მოსვლას ასევე პლასტმასებისგან დამზადებული ნავით ახერხებს, ხოლო კუნძულზე მზის ენერგიით მომუშავე ჩანჩქერიც აქვს მოწყობილი.
























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



სოფელი სადაც 100 წელია მზე არ ამოსულა... აი რა მოიფიქრეს ადგილობრივებმა

image




იასიადა - პატარა კუნძული თურქეთში, რომელიც თურქებმა ძლიერ უარყოფითად შეაფასეს!image



საიდუმლო დეტალი ფოტოზე, რომელმაც წყვილის ურთიერთობა დაანგრია!

image


სიკვდილამდე რამოდენიმე წამით ადრე... ტრაგიკული ფოტოების ისტორია!

image



ადამიანები ყველაზე დიდი ორგანოებით!!!

image



ხეზე დამონტაჟებული კამერის საშუალებით, მსოფლიომ ციყვის მშობიარობა იხილა... (+ ვიდეო)

image



ციყვი ყოველდღე ფანჯარას უკაკუნებდა... ხოლო საოცრება 8 წლის შემდეგ მოხდა...

image



"sos", "help" და "i'm here"- უკაცრიელ კუნძულებიდან გადარჩენილები...

image




მამაკაცმა ტყეში კოტეჯი იპოვა, ხოლო რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად დაუჯერებელია...

image



შოკისმომგვრელი მოვლენა ალასკის შტატზე! ეს უკვე აპოკალიფსის დასაწყისია!

image


0
1178
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0