x
image
მარიამ პირველი
ბიბლიის თანახმად რა მიზეზით ეწოდა გაუდინარ მლაშე ტბას "მკვდარი ზღვა"
ძველი აღთქმის თანახმად იმ დღეს, როდესაც ღმერთი გამოეცხადა აბრაამს სამი მოგზაურის სახით, საღამოს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში მოგზაურის სახით.image

ლოთი შეხვდა მათ ქალაქის კარებში და მიიპატიჟა ღამის გასათევად სახლში.იმ ღამეს სოდომელნი შემოეხვივნენ ლოთის სახლს და მოსთხოვეს სტუმრები შეურაცჰყოფის მისაყენებლად, ლოთმა უარი უთხრა მათ.სოდომელნი განრისხდნენ, მოინდომეს სახლის კარების ჩამტვრევა და სტუმრების ძალით წაყვანა, მაგრამ ანგელოზებმა ისინი დააბრმავეს და განშეშორნენ ლოთის სახლს.შემდეგ ანგელოზებმა გამოუცხადეს ლოთს, რომ ღმერთმა უნდა დასაჯოს სოდომ-გომორელნი, ბოროტებისათვის და ლოთი დილით ადრე უნდა გასულიყო ქალაქიდნ თავის ოჯახით.

მეორე დღეს დილაადრიან გამოიყვანეს ქალაქიდან ლოთი, თავის ცოლი და ორი ქალიშვილი და უთხრეს მათ; “აქედან გაიქეცით, უკან ნუ მოიხედავთ და გზაზე ნუ გაჩერდებით, რომ თქვენც არ აღმოიხოცოთ."

როდესაც ლოთ თავისიოჯახით მივიდა სიგორს, ღმერთმა ზეცით აწვიმა გოგირდი და ცეცხლი, დააქცია სოდომ-გომორი და ახლო მიმდებარე ტერიტორიები, ამოწყვიტა იქ მცხოვრებნი და ცხოველები.როდესაც ლოთის ცოლმა უკან მიიხედა ის გადაიქცა მარილის სვეტად.


ცეცხლოვანი წვიმის შემდგომ სოდომ-გომორის ადგილი გარდაიქცა ზღვად, რომელშიც არავითარ სულდგმულს ცხოვრება არ შეუძლია, image

სწორედ აქედან ეწოდა გაუდინარ, მლაშე ტბას - "მკვდარი ზღვა, "

რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე.

0
368
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0