სხვა მამაკაცი "დედა" გახდა! 2012, 23 ივლისი, 4:48
ქირურგიული მეთოდიკა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით არის ძალიან დახვეწილი, კარგად შემუშავებული და ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ის სხეული, რომელსაც „მოითხოვს“ მისგან მისი ტვინი. ამერიკელი ტომას ბიტი გახდა "მამაკაცი" მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ სქესი შეიცვალა. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და მას შეუცვალეს ყველაფერი სასქესო ორგანოს გარდა. აქამდე მას ტრეისი ლანგოდინო ერქვა. არსანიშნავია ისიც, რომ მას საკმაოდ კარგი გარეგნობა ჰქონდა და მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში "მის ჰავაი". მიუხედავად ამისა, ის სხვა სქესის წარმომადგენლად გრძნობდა თავს, დისკომფორტს განიცდიდა ქალის სხეულში და გადაწყვიტა სქესი შეეცვალა. ოპერაციის შემდეგ გაიცნო მომავალი მეუღლე ნენსი, რომელიც უშვილო იყო, ამიტომ შვილის გაჩენის საკითხი ტომასმა საკუთარ თავზე აიღო და დედის ფუნქცია იკისრა. ბიტის პირველმა ფეხმძიმობამ მსოფლიოში სერიოზული შოკი გამოიწვია. მას შეურაცხმყოფელ წერილებს უგზავნიდნენ, თუმცა ფეხმძიმობასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა ბიტის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მან საკუთარ ფეხმძიმობაზე წიგნიც კი დაწერა. 2011 წლის აპრილში წყვილს გაუჩნდა გოგო - ჯულია, ხოლო 2012 წლის ივნისში ვაჟი. "ერთადერთი, რითიც გავნსხვავდები სხვა დედებისგან არის ის, რომ არ შემიძლია ბავშვის ძუძუთი კვება, რასაც ქალების უმეტესობა შეგნებულად არ აკეთებს" - განაცხადა ბიტმა. სქესის შეცვლის ოპერაცია ტომას ბიტისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ფაქტიურად მეორედ დაბადება. წყვილი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და შვილების აღზრდით არის დაკავებული. საინტერესოა თუ რა არის მითითებული ბავშვების დაბადების მოწმობაში - ტომასი მამა არის თუ დედა?! 98 1-ს მოსწონს 1-ს არა
|