საზოგადოება კოსმოსში სასტუმრო 2021 წელს გაიხსნება 2019, 18 მაისი, 21:10 გინდათ დღეში 16-ჯერ მზის ამოსვლა და ჩასვლა იხილოთ? იგრძნოთ გრავიტაცია საკუთარ თავზე და ჩვენი პლანეტის ყურებით დატკბეთ? ეს 2021 წლისთვის სრულიად რეალური იქნება, მართალია ამისთვის 9, 5 მილიონი დოლარი დაგჭირდებათ. სწორედ ამდენი ეღირება 12 დღის გატარება პირველ კოსპოსურ სასტუმროში, რომლის გახსნაც 2 წელიწადში იგეგმება.
კოსმოსური ხომალდი Aurora Station იქნება მოდულური სტანცია, სადაც 6 ადამიანი, 4 ტურისტი და 2 ეკიპაჟის წევრი განთავსდება. კოსმოსური ხომალდის - Aurora Station ზომები - 13, 3 - 4, 3 მეტრზეა, რაც კერძო, საშუალო ზომის თვითმფრინავის ანალოგია. გაფრენამდე ტურსტები 3 თვიან გადამზადების კურსს გაივლიან. აქამდე ტურისტები არაერთხელ ყოფილან კოსმოსში, დღემდე კოსმოსურ ხომალდზე მოხვედრა 20-40 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. "ჩვენი მიზანია კოსმოსი გავხადოთ ხელმისაწვდომი" - ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები. 90 შეფასება არ არის
|