x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ცაგარელმა სანდრას ვარსკვლავები არ სწყალობენ ზუგდიდში და ვერ მოიგებსო.თირკმელაზე ნაკლები ამბავი არ გეგონოთ ესა!"
image


ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ზუგდიდში არჩევნების თემას ეხმაურება.


სარიშვილი ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ინტერვიუს განიხილავს და აცხადებს, რომ მისი პორგნოზი "თირლმელზე" ნაკლები არაა.


მისივე თქმით, სამარცხვინო და უღირსი ქმედებები არ იკმარეს, რასაც ზუგდიდში ხელისუფლების ბანდიტები სჩადიან სანდრას წინააღმდეგ და ეხლა ვარსკვლავების ეგზიტპოლი დადეს!



"ცაგარელმა სანდრას ვარსკვლავები არ სწყალობენ ზუგდიდში და ვერ მოიგებსო.

მოკლედ ის ყოვლად სამარცხვინო და უღირსი ქმედებები არ იკმარეს რასაც ზუგდიდში ხელისუფლების ბანდიტები სჩადიან სანდრას წინააღმდეგ და ეხლა ვარსკვლავების ეგზიტპოლი დადეს!
თირკმელაზე ნაკლები ამბავი არ გეგონოთ ესა!

წარმატებები სანდრას! "- წერს სარიშვილი.


ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ტარდება.

ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წელს მმართველი პარტიიდან არჩეული ლაშა გოგია 2018 წლის სექტემბერში გადადგა. ორი თვის შემდეგ კი ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ამ რაიონში 121 ათასზე მეტი ამომრჩეველია. მათთვის 107 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის.


არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გიორგი შენგელია, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - სანდრა რულოვსი.



შენგელიას ზუგდიდელები კარგად იცნობენ. 2018 წლის სექტემბრიდან ის, როგორც მერის პირველი მოადგილე ადგილობრივ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს. მანამდე ის შვიდი წლის განმავლობაში TBC Bank-ის ზუგდიდის სერვის ცენტრის დირექტორი იყო.


სანდრა რულოვსი - საქართველოს ყოფილი პირველი ლედია, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მეუღლეა.


მას უკვე გააჩნია არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება, თანაც ზუგდიდში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის როგორც მაჟორიტარი კანდიდატი მეორე ტურში გავიდა, მაგრამ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა.





0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0