სხვა სად ვეძიოთ შთაგონების წყაროს: სიცოცხლისთვის, სამსახურისთვის, ახალი გადაწყვეტილებებისა და ურთიერთობებისთვის 2019, 18 მაისი, 13:52 ზაფხულის მოახლოებასთნ ერთად, გვემატება ძალა ცვლილებებისათვის და ჩნდება სურვილი შეგივრძნოთ რაიმე ახალი. ჩვენ მოგიყვებით, რა საშუალებებით შეიძლება ვეძიოთ შთაგონების წყაროს, იმისათვის რომ ნაყოფიერად გავატაროთ გაზაფხული და ზაფხული.
დღიურები და მემუარები:
საკითხავი:
დღიურები და მემუარები საშუალებაა არამხოლოდ, დასაახლოვებლად ჩვენთვის საყვარელ, თუმცა მიუწვდომელ ადამიანთან, არამედ მნიშვნელოვანი იარაღია თვითრეალიზაციისათვის, საკუთარ სურვილებსა და მოტივაციაში გარკვევისათვის. მნიშვნელობა არა აქვს ეპოქას, პიროვნების მიზან მიმართულ აქტივობას და პროფესიას, ავტორის შეხედულებები ცხოვრებაზე, პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და თუნდაც რუტინისაგან თავის დაღწევის მცდელობა, გვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილება და სულიერი საზრდო. ჩაინიშნეთ ან ამოიწერეთ ნააზრევი, რომელმაც მოგხიბლათ, განიხილეთ წაკითხული ახლობლებთან. მემუარები და დღიურები შეგრძნებებს გვიმყარებს და გვახვედრებს, რომ მათ ვისაც ჩვენ ვაღმერთებთ, მოუწიათ იმავე სირთულეების გადალახვა რასაც ჩვენ ვხვდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე. საბოლოოდ კი შესაძლოა შთაგაგონოთ შექმნათ თქვენივე საკუთარი დღიური. ბუნება საჭიროებები: ბავშვობის დროინდელი საყვარელი ადგილების მონახულება, მოგზაურობა, ისეთ ადგილას გადამალვა სადაც ვერავინ მოგაგნებთ.
ბუნების სამკურნალო გავლენა ქალაქის მაცხოვრებელზე ___ ურყევი ფაქტია. ცნობილია, რომ ბუნება ადამიანს აძინებს და სწორედ ამის საშუალებითაა შესაძლებელი ძალების აღდგენა, სიცოცხლისუნარიანობა, ბუნების ხმები__ სულიერი სიმშვიდეა, ხოლო ცხოველებთან შეხვედრა__ შთაბეჭდილებების კორიანტელი, რომლის საშუალებითაც იღვიძებს ემპათია. ბუნების ხმებში საუკეთესო ვარიანტია მედიტაცია, უამრავი ფოტოს გადაღება ულამაზესი ლადშტაფებით. დროებითმა ცვალებადობამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს ჩვენი შეხედულებები ყოველდღიურობაზე, რომლის შემხედვარეც უბრალოდ გადაიღალეთ. 51 8-ს მოსწონს
|