x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
"ვითხოვე სიყვარული და ღმერთმა მომცა ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ"- ინდიელების ფილოსოფია და საინტერესო ფაქტები, რომლებიც მათ შესახებ ყვებიან
ინდიელები ამერიკის კონტინენტის უძველეს მკვიდრ მოსახელობას წარმოადგენს. ისინის სხვადასხვა ტომებად არიან დაყოფილნი : აცკეტები, მაიას ტომები, ინკები და . .

როდესაც კოლუმბი ამერიკის კონტინეტს მიადგა, იფიქრა რომ ინდოეთი აღმოაჩინა და იქ მცხოვრებლებს ინდიელები უწოდა.

სწორედ აქედან წარმოდგება მათი საერთო სახელწოდება.

image



საინტერესო ფაქტები:

* ინდიელები ხის ტოტებისა და ლერწმისგან აგებულ ქოხებში ცხოვრობდნენ, რომელსაც ერქვა.

* ისინი ატარებდნენ ბუბულით მორთულ ტყავის სამოსს, რომელიც ეროვნულ სამოსად ითვლება. დღეს თანამედროვე ინდიელებს მაისურები და ჯინსი აცვიათ. ეროვნული სამოსით კი იშვიათად, ძირითადად დღესასწაულებზე იმოსებიან.

*აპაჩების, ხოპის, ნავახოსა და ზუნის ტომის ინდიელები ტრადიციებს არ ივიწყებენ. მათი საკვები – პომიდორი, სიმინდი, გოგრაა, რომელიც თავად მოჰყავთ. თავადვე უვლიან ასევე თამბაქოსაც, რომელსაც მხოლოდ ლოცვის დროს აბოლებენ.

მათი აზრით, სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით, თეთრკანიანებს ყოველი მოწევის დროს რომ ელოცათ.

* სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ერთმანეთს არ ივიწყებენ, ყოველწლიურ დღესასწაულზე – “პაუ ვაუზე” ხვდებიან და მძივებით, ბუმბულებით გალამაზებულ ტანისამოსში გამოწყობილები ტრადიციულ ცეკვა-თამაშობებს მართავენ.

* შუარის ტომის ინდიელები ამბის მოსმენის შემდეგ უსიტყვოდ დგებოდნენ და ემშვიდობებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, რადგან თვლიდნენ, რომ ზედმეტი კითხვები სიცრუეს შობენ.

*ინდიელები ბავშვებს უცნაურ სახელებს არქმევენ. ჩვილის დაბადების დღედ მიიჩნევა დღე, როცა ის პირველად გაიცინებს – ამ დღეს მამა ქუჩაში გადის, ბუნებას აკვირდებოდა და ჩვილს სახელსაც ურჩევს: მოცეკვავე კოიოტი, ორი დათვი, ცელქი სიო და ა.შ.

image


*ლეგენდის თანახმად, ინდიელ ქალებს ობობა - ქალმა ასწავლა ქსოვა და კერვა. ამის გამო ობობა და მისი ქსელი მათთვის წმინდაა . ობობას მრავალი ქანდაკება და სამკაულია ინდილეთა ოჯახებში.

image

* ინდიელთა ზოგიერთი ტომი გაქრისტიანებულია. მაგალითად, ნავახოს ინდილეთა ტერიტორიაზე მართლმადიებლური ტაძარია და ტომის წევრები მიიჩნევენ, რომ იესო ინდიელი იყო.


ეს კი ამერიკელ ინდილეთა პოეზიაა:

image

“,

„ვითხოვე ძალა
და ღმერთმა მომცა სირთულე,
რათა გავეხადე ძლიერი.
ვითხოვე სიბრძნე
და ღმერთმა მომცა
გადასაჭრელი პრობლემები.
ვითხოვე კეთილდღეობა
ვითხოვე გამბედაობა
და ღმერთმა მომცა საფრთხეები გადასალახად.
ვითხოვე სიყვარული
და ღმერთმა მომცა ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ.
ვითხოვე ვყვარებოდი სხვებს
და ღმერთმა მომცა შესაძლებლობა.
ვერაფერი ვერ მივიღე რაც მინდოდა და ვითხოვდი,
მაგრამ მომეცა ყველაფერი - იმის მისაღებად,
რასაც ვითხოვდი.
ჩემი ლ ო ც ვ ა შესმენილ იქნა.

ინდილების კულტურა, ეს იყო კულტურა, რომელსაც ყველაზე მეტად ესმოდა ადამიანის ნამდვილი ბუნების, დანიშნულების. უღრესად საინტერესოა, მათი ცხოვრებისეული ფილოსოფიაც, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

image

აი ისიც :

1. კარგი ადამიანი კარგ ნიშნებს ხედავს;

2. მდუმარე დღეებია საჭირო იმისათვის, რომ საკუთარი ხმა გაიგო.

3. გაცილებით მეტი იცის მან, ვინც დუმს, ვიდრე იმან, ვინც ბევრს ლაყბობს.

4. არსებობს ბევრი მეთოდი, ყარდე, როგორც სკუნსი.

5. თუ რაიმე გაქვს სათქმელი, ადექი, რომ ყველამ დაგინახოს.

6. მტერი ყოველთვის არ არის მტერი, ხოლო მეგობარი – მეგობარი.

7. ყველაფერს ამქვეყნად თავისი სიმღერა აქვს.

8. ბავშვს თავიდან ისე უნდა მოექცე, როგორც მეფეს, შემდეგ როგორც მონას, შემდეგ კი - როგორც მეგობარს;

9. კარგად ნათქვამი სიტყვა მიზანში ნასროლ ისარსაც სჯობს;

10. სულში ცისარტყელა ვერ გაჩნდება, თუ თვალში არ ჩამდგარა ცრემლი;

11. სიკვდილი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სამყაროთა შორის გადასვლა.

12. ბაყაყი არასდროს სვამს იმ ჭაობის წყალს, რომელშიც ცხოვრობს.

13. რა არის ცხოვრება? ეს არის ციცინათელას ნათება ღამეში. ეს არის ბიზონის სუნთქვა, როცა ზამთარი დგება. ეს არის ბალახზე გაწოლილი ჩრდილი, რომელიც დნება მზის ჩასვლისას.

14. როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ ჩიტს მოკლავ და უკანასკნელ მდინარეს მოწამლავ, მიხვდები, რომ ფულის ჭამით ვერ გაძღები;

15. სიმართლის სათქმელად ბევრი სიტყვა საჭირო არ არის;

16. ქორწინების პირველ წელს წყვილი ხვდება, ერთად ცხოვრებას შეძლებს თუ სხვა მეუღლე უნდა მოძებნოს. წყვილს ერთად ცხოვრება რომ ვაიძულოთ, ისეთივე ბრიყვები ვიქნებით, როგორიც თეთრი ადამიანია.

17. სიბრძნე თითოეულ ნივთშია თავმოყრილი. ოდესღაც სამყარო დიდი ბიბლიოთეკა იყო;

18. უმჯობესია, მტერი ჩემზე ძლიერი და საშიში იყოს. თუ კი დამამარცხებს, არ შემაწუხებს სირცხვილის გრძნობა.

19. დაბადებისას ყველა ადამიანი ტირის - სამყარო კი იცინის... უნდა იცხოვრო, ისე რომ სიკვდილის წინ შენ იცინოდე, სამყარო კი ტიროდეს.

20. გაუფრთხილდი მიწას, ის წინაპრებისგან კი არ გერგო საჩუქრად. შვილებისგან გაქვს ნასესხები.

image


0
437
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0