ტექნოლოგიური სიახლეები რით ვიფრენთ მომავალში? 2019, 17 მაისი, 14:23 უახლოეს მომავალში სამოქალაქო ავიაციაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, ამის მიზეზი გახლავთ საფრენი აპარატები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სამეცნიერო-ფანტასტიურ ფილმებში გვქონდა ნანახი, ახლა კი, უკვე გამოჩნდა, ან უახლოეს მომავალში გამოჩნდება. EHANG 184-ჩინური დრონი, რომელიც ადამიანების ტრანსპორტირებისთის არის გათვალისწინებული, გაბარიტებით ელექტრომობილი Renault Twizy-ის სიდიდისაა და 100 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეუძლია, ანუ ერთი ზრდასრული ადამიანის გადაყვანა. კომპანია EHANG 2014 წელს დაარსდა და 2016 წელს უკვე წარმოადგინა სამგზავრო დრონი EHANG 184, რომელიც აღჭურვილია 8 ელექტროძრავით, დრონის წონა 260 კილოგრამია, ფრენის სიჩქარე 100კმ/სთ-ში, მაქსიმალური სიმაღლე 3000 მეტრია, შეუძლია 50 კილომეტრი მანძილის დაფარვა, რის შემდეგაც ბატარეას სრულ დამუხტვას ერთი საათი სჭირდება. EHANG 184-ით დუბაიში დაინტერესდნენ, რომელსაც "საჰაერო ტაქსად"გამოყენებას აპირებენ. Joby S2-"საჰაერო ტაქსიზე" მუშაობს კომპანია კალიფორნიიდან Joby Aviation.საფრენი აპარატი ორ კაცზეა გათვლილი, რომელიც მართვაც შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე ოპერატორის და თვითონ მგზავრის მიერ, რომელიც ფუნქციაც მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ბორტკომპიუტერში მხოლოდ ფრენის მარშრუტი შეიყვანოს. Joby S2-ის სიჩქარე 320კმ/სთ-შია, ბატარეის ერთჯერადად დამუხტვის შემდეგ შეუძლია 250 კილომეტის დაფარვა.მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებს ამ პროექტს, Joby S2-ით დაინტერესდა ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა Intel, Toyota და Capricorn Investment-ი, რომლებმაც 130 მილიონი დოლარი ინვესტიცია განახორციელეს.უკვე ცნობილია Joby S2-ის ფასიც, იგი 200 000 დოლარი ეღირება. Cobalt Valkyrie -ასევე უახლოეს პერიოდში დამზადდება "საჰაერო ტაქსი", რომელიც 4 კაცზე იქნება გათვლილი, კომპანიამ 2015 წელს დაიწყო მუშაობა Cobalt co50 Valkyrie-ზე, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ახალ თვითმფრინავზე და უკვე ათასამდე შეკვეთა მიიღო, საფრენი აპარატის ფასი 595 000 დოლარი იქნება, რაც ერთ-ერთი ყველაზე იაფია ამერიკულ ბაზარზე.აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის კონსტრუქტორი დევიდ ლოური ფრანგია, თუმცა ფირმა მშობლიური საფრანგეთის ნაცვლად აშშ-ში გახსნა. თვითმფრინავის სიჩქარე 350კმ/სთ-შია ფრენის მანძილი 2650 კილომეტრია, მისი გამოყენება შეიძლება როგორც პერსონალური სატრანსპორტო საშუალება, ასევ კომერციული ფრენებისთვის, Cobalt co50 Valkyrie-ს შეუძლია შეცვალოს ზოგიერთი ვერტმფრენი, რომლის ექსპლუატაცია მათთან შედარებით უფრო იაფი დაჯდება, ფრენის ხანგრძლივობა უფრო მეტი აქვს და უფრო იაფიც ეღირება. Cobalt c Valkyrie -ის სერიული წარმოება 2019 წლის ზაფხულში არის დაგეგმილი. 392 4-ს მოსწონს
|