x
image
ელენე გუმა
სკანდალი! ნარკოტიკების მოხმარებისთვის თურქი მსახიობი, ჩაგათაი ულუსოი დააკავეს
image


ნარკოტიკების მოხმარებისთვის ცნობილი თურქი ვარსკვლავი ჩაღათაი ულუსოი დააკავეს.


მას სტამბოლის სასამართლომ 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.



მათი ინფორმაციის თანახმად, საქმე ეხება, 2018 წლის 16 მაისს სტამბოლის სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც მსახიობს 4 დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.


როგორც აღმოჩნდა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განაჩენი გააუქმა და განსახილველად დააბრუნა.


თუმცა 15 მაისს, ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ მსახიობს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ჩაღათაი ულუსოი რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტუმრობდა.


ის საქართველოში ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა .


ჩაგატაი ულუსოი 1990 წელს, სტამბოლში დაიბადა. მამა წარმოშობით ბულგარელი ჰყავს, დედა კი ბოსნიელი. ასევე ჰყავს ძმა ატალაი. ჩაგატაი ბავშვობაში ძალიან აქტიური იყო. მასწავლებლები მის სამსახიობო კარიერას ჯერ კიდევ სკოლაში წინასწარმეტყველებდნენ - მისი ქარიზმატულობისა და კარგი აღნაგობის გამო.

სკოლის დამთავრების შემდგე ჩაგატაი ულუსოი სტამბოლის უნივერსიტეტში ლანდშაპტური არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აქ კვლავ აგრძელებს სამოდელო კარიერას და პარალელურად ეუფლება სამსახიობო სწავლებას. ჩაგატაი მოდელობას დღესაც აგრძელებს. 2010 წელს "თურქეთის საუკეთესო მოდელი მამაკაცი" გახდა.


საქართველოში მას პოპულარობა სერალმა "ძმა" მოუტანა, სადაც ის ერთ-ერთი მთავარი გმირის, სარფის როლს განასახიერებს.


თურქ მსახიობს ქართველი მაყურებელი იცნობს ასევე სერიალიდან "გზაჯვარედინი" და "ფერიჰას საიდუმლო".


ის ასევე მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა netflix-მა თურქული ფანტასტიკური სერიალი The Protector (Hakan: Muhafız) გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ულუსოი ასრულებს.




0
249
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0