x
5 შეცდომა, რომელიც ოჯახს და ურთიერთობებს ანგრევს
ურთ 1


შეცდომა 1: ბავშვზე პასუხისმგებლობის ერთ მშობელზე დაკისრება


ჩვენს კულტურაში ჯერ კიდევ ითვლება, რომ ბავშვის მოვლა და მისთვის ყურადღების მიქცევა, გასეირნება, ავადმყოფობის დროს მოვლა, განვითარება, დაწყნარება - ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა დედის ფუნქციაა. მამა უკეთეს შემთხვევაში, შემოგეშველებათ, უარეს შემთხვევაში კი თავს არ თვლის კომპეტენტურად და შემდეგი ფრაზით „დედამ უკეთესად იცის“ თავს არიდებს. დედა ასეთი გადატვირთულობის ფინზე, ვერ გრძნობს სათანადო მხარდაჭერას. როდესაც ადამიანი ძირითადად მარტო უვლის ბავშვს, პერიოდულად აქვს განგაშის და დაძაბულობის შეგრძნება. ადამიანური რესური იცლება, თავიდან დედა სთხოვს დახმარებას, შემდეგ კი უბრალოდ მოითხოვს. ასე ჩნდება და იზრდება ურთიერთპრეტენზიები, ასე მთავრდება ჰარმონია ოჯახში.


სტატიკა აჩვენებს: რაც უფრო მეტად არის მამა ჩართული ბავშვის აღზრდაში, მით უფრო თბილი და კარგი ურთიერთობა აქვთ მეუღლეებს. გახსოვდეთ, ბავშვს ესაჭიროება ორივე მშობელი. მათთან თამაში, ურთიერთობა, ზრუნვა ეს ორივეს, დედის და მამის, მოვალეობაა.



უ2


შეცდომა 2: „დედის როლში“ გაჭედვა


მეორე უკიდურესობა, რომელშიც შეიძლება დედა მოხვდეს, ეს თავით გადავარდეს ბავშვის ნივთების ძებნასა და დედების ფორუმებზე წერაში. მამა, რომელიც ყურადღების გარეშე რჩება, ეჭვიანობს შვილზე და უყურადღებობის ნეგატივს აგროვებს. ის ამ დროს ხდება აგრესიული ცოლის ნებისმიერ თხოვნაზე, რითაც საკუთარი პროტესტის გამოხატვას ცდილობს. წყვილს შორის იზრდება გაუგებრობის კედელი და ისინი თავს მარტოსულებად გრძნობენ. ნუ ჩაიციკლებით მხოლოდ თქვენი, როგორც მშობლის როლზე. გახსოვდეთ, რომ ყველას უნდა იგრძნოს, რომ უყვარს. ერთმანეთს აჩვენეთ, რომ ერთმანეთისთვის ფასეული და მნიშვნელოვანი ხართ.


ხშირად უთხარით - „მიყვარხარ“, „მადლობა“, „ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რაც შენს თავს ხდება“, „როგორ გაგამხნევო“. ამ სტრატეგიას მეცნიერულად დამტკიცებული ბონუსი მოყვება, ემოციური სიახლოვე და საიმედოობის შეგრძნება, ამარტივებს ურთიერთობებს და ამცირებს კონფლიქტების რაოდენობას.

image


შეცდომა 3: პასუხისმგებლობების არგადანაწილება


ბავშვის დაბადებიდან ჩნდება აუცილებლობა როლების, დროის და ფულის გადანაწილების. ამ ეტაპზე ისევ უნდა მოხდეს მოლაპარაკება, ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი და ვინ ვის ეხმარება. თუ ამას თავიდანვე არ გაანაწილებით, ერთმანეთისგან, ჩუმად დაელოდებით რაიმე საქმის გაკეთებას, არ გაკეთების შემთხვევაში კი, გაბრაზდებით. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება პირობითია და მისი შეცვლა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მისი არსებობა უმნიშვნელოვანესია.


არ დაგავიწყდეთ ამ შეთანხმების მთავარი პუნქტი - ნებისმიერ დალაგებულ სახლზე, დარეცხილ ჭურჭელსა და კერძებზე მაღლა თქვენი ჰარმონია და ერთმანეთის გვერდში დგომა არის.


ერ4


შეცდომა 4: ნათესავების და ახლობლების აქტიური ჩარევის დაშვება


რა თქმა უნდა, ახალგაზრდა წყვილს ჭირდება სასარგებლო რჩევები, რომელიც უფროსებს შეუძლიათ გაუწიონ. მაგრამ ხშირად ახლობლების დახმარება თავისებური გამოდის, ან ახალგაზრდა დედას გამოუცდელობისთვის აკრიტიკებენ, ან მამას ჩამოუყალიბლებლობისთვის. რა შეიძლება გავაკეთოთ? - მადლობა გადავუხადოთ უფროს თაობას რჩევებისთვის, მაგრამ ერთმანეთთან შევათანხმოთ საბოლოო გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, გადაწყვეტილებას თქვენ ორნი იღებთ და მნიშვნელოვანიც მხოლოდ თქვენ ხართ. ეცადეთ არ დაუშვათ ის სიტუაცია, როდესაც თქვენი ახლობლები ზედმეტად ერევიან თქვენს ურთიერთობებში, ერთმანეთის ნეგატივზე გესაუბრებიან, რითაც რეალურად გაშორებენ ერთმანეთს.


image


შეცდომა 5: სხვა გააკრიტიკოთ, როგორც ცუდი მშობელი


ზოგადად პირადი კრიტიკით მიმართვა არასწორია - „შენ ისეთი აღარ ხარ“, „ყველაფერი შენს გამო მოხდა“. დედები ხშირად ადანაშაულებენ მამებს ინიციატივის არქონასა და გულგრილობაში ბავშვების მიმართ. მამები კი დედებს დედის ფუნქციების ვერშესრულებაში, დროის და ბიუჯეტის არასწორად განაწილებაში სდებენ ბრალს. რა დაგას რეალურად ამ ბრალდებების უკან? - შიში, რომ თავად ვერ გააკეთებთ, თავად ვერ გაწვდებით, თავად შეგეშლებათ, ამით ცდილბთ თავის დაცვას. იმისთვის, რომ ურთიერთობა არ დაგეძაბოთ, ისწავლეთ პასუხისმგებლობის განაწილება „ჩვენთვის ორივესთვის რთულია ვიყოთ მშობლები, ჩვენ ერთად შევძლებთ ყველაფერს“.


ამ პუნქტების გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ აღარ მოგიწევთ ბრძოლა სიყვარულისა და ყურადღებისთვის, არც გაგიჩდებათ აზრები, რომ თქვენ არ გაფასებენ, არ ჭირდებით.



0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0