x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter - პრობლემების მომგვარებელი ადამიანი
იცით თუ არა, რომ არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter. მათი მუშაობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და ადამიანების პრობლემებს აგვარებენ. ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ პრობლემას, ჩვეულებრივ მსხვილი კორპორციების, იშვიათად კერძო პირების პრობლემებს.

მსოფლიოში ამ პროფესიის სულ 100-ზე მეტი ადამიანია. ზოგიერთის ჰონორარი საათში 100 000 დოლარს აღწევს, ხოლო განრიგი რამდენიმე თვით დაგეგმილი აქვთ.

თრაბლ შუტერებს საქმიანი რეპუტაცია აქვთ. ისინი დამკვეთების ხელიდან ხელში გადადიან და ცდილობენ კონკურენტებს მათი არსებობა დაუმალონ. მათ მხოლოდ ერთი რეკლამა აქვთ - ასპროცენტიანი შედეგი. შეცდომა გამორიცხულია.

მათი მუშაობის არსი რომ გავიგოთ, რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ.

image


ამერიკაში ორი მსხვილი ფირმა იყო, რომლებიც ყოველთვიურ „ყვითელ გვერდებს“ აქვეყნებდნენ. ბაზრობაზე იყო სიმჭიდროვე, საქმეში ჩართული იყო შავი პიარი, დემპინგი, ერთმანეთის თანამშრომლების გადაბირება.

ჩვეულებრივ, ყველა ოფისის თანამშრომელი ორივე გამოცემას დოლარად ყიდულობდა, სხვათა შორის, ორივე ერთნაირ ინფორმაციას შეიცავდა. ასე, ერთ-ერთმა ფირმამ Trouble-shooter მოიწვია.

ის სიტუაციაში გაერკვია, მოიფიქრა და თქვა:

- მომდევნო თვეში, უფრო მცირე ფორმატის საცნობარო გამოუშვით, რომელიც იმდენივე ინფორმაციის შემცველი იქნება, მაგრამ პატარა და სქელი უნდა იყოს.

საკუთარი ჰონორარი აიღო და წავიდა, ხოლო კონკურენტი ფირმა ორ თვეში გაკოტრდა...

რაშია საქმე?

საქმე იმაშია, რომ როცა საცნობაროები ერთი და იმავე ფორმატის იყო, საოფისე მაგიდებზე როგორც კარტად ისე ეყარა, მაგრამ როცა ერთი საცნობარო დიდი და თხელი, ხოლო მეორე პატარა, მაგრამ სქელი იყო, თქვენ ყველა ვარიანტში დიდს ზემოდან პატარა საცნობაროს ​დაადებდით...

თვის ბოლოს გააცნობიერებთ, რომ მხოლოდ ზედა საცნობაროს იყენებდით, დიდი ზომის საცნობაროს კი მთელი თვის განმავლობაში ერთხელაც არ აგიღიათ. ასე რომ, რა საჭიროა მასზე დოლარის დახარჯვა, თუ უკვე პატარა არსებობს?


მეორე მაგალითი:

კომპანია Nike-ს სათაო ოფისში ათასობით ადამიანი ამოუხსნელ ამოცანაზე თავს იმტვრევდა.

მათ პრობლემების მომგვარებელი მოიწვიეს და პრობლემა ასე აღწერეს:

- ჩვენ აფრიკის ზოგიერთ ღარიბ ქვეყანაში ბოტასების წარმოება დავიწყეთ. წინასწარ ყველაფერი გავთვალეთ, ქარხანა ავაშენეთ, პერსონალს ვასწავლეთ, ღირებულება დაბალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ მოულოდნელ პრობლემას გადავაწყდით: ჩვენი ქარხნის ადგილობრივი თანამშრომლები მზა პროდუქციას იპარავენ. მთელი სოფელი დიდი თუ პატარა მათი წლიური შემოსავლის ღირებულების ბოტასებით დადის.

უფრო მეტი ადგილობრივი დაცვის დაქირავება ვცადეთ, მაგრამ სიტუაცია უფრო გაუარესდა - დამცველებს და მის ოჯახის წევრებსაც ბოტასები უყვართ.

დაცვის სამსახურის თანამშრომლებს თუ შტატებიდან ჩავიყვანთ, ღირებულება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება.

Trouble-shoote: ჩემგან რა გსურთ?

Nike: მოიფიქრეთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ქურდობა ნულამდე შემცირდეს, ამასთან ქარხნის დაცვაზე ფული არ დავხარჯოთ.

რა თქმა უნდა, პრობლემების მომგვარებელი ფეხსაცმლის წარმოებაში ვერ ერკვეოდა, მაგრამ 1000 თანამშრომლისა და ტოპ მენეჯერისგან განსხვავებით ნებისმიერი პრობლემის სხვა კუთხით დანახვა შეეძლო. ცოტა ხნით ბნელ, გრილ ოთახში გაჩერდა და პასუხი მოიფიქრა:

- თქვენ მარცხენა და მარჯვენა ფეხის ბოტასები სხვადასხვა ქვეყანაში უნდა დაამზადოთ.

ესეც მარტივი პასუხი!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

image

2. გოგონამ დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა მოიფიქრა. ხელმომწერებმა იდეას მხარი დაუჭირეს

image

3. ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა

image

4. საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს

image

5. დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
702
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
702