საზოგადოება "ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე გავპაზორდით" ნიკა გვარამიას პოსტი სოციალურ ქსელში 2019, 15 მაისი, 12:10 რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ამასობაში, ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე “გავპაზორდით”. სრულიად პროვინციალური, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით წარვდექით. თან უკვე მერამდენედ ვაჩვენებთ სრულიად ფარჩაკ სახეს მსოფლიოს. და მერამდენედ ვერ გადავდივართ ფინალში. ამ დროს, გამორჩეული მუსიკის ქვეყანა ვართ, დანამდვილებით. თან ავთენტური, თან ძალიან ევროპული მუსიკის. და ამათ ცუდი მუსიკის და გოიმური ჰარმონიების ბღავილი გონიათ ავთენტურობა. ერთი ცესკოს თავმჯდომარეა სამარცხვინო ბოძზე გასაკრავი და მეორე ამ საშინელებებს ვინც აგზავნის და პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას არცხვენს ყველაზე მრავალრიცხოვან საერთაშორისო ფორუმზე - ის!" 444 1-ს მოსწონს
|