x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512150
"ან მე, ან ძაღლები" - როგორი პასუხი გასცა ქალმა ქმრის ულტიმატუმს
image

ლიზ ჰასლამისთვის ბედნიერება ძაღლების დახმარებას ნიშნავს. პასუხად ის უზომო სიყვარულს იღებს ამ ცხოველებისგან. ეს ურთიერთობა იმდენად ძლიერია, რომ აშკარაა, ლიზი არაფერზე და არავისზე გაცვლიდა.


სტატიაში გაგაცნობთ ლიზის ცხოვრებას და მის ყველაზე კრიტიკულ გადაწყვეტილებას, არჩევანს პარტნიორსა და ძაღლებს შორის.








ლიზი დაქორწინდა მამაკაცზე, რომელიც თავისი ცხოვრების სიყვარულად მიაჩნდა.

ლიზი მაიკს 16 წლის ასაკში შეხვდა და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. შეყვარებულები სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ინგლისის სოფელში, 2 საძინებლიან სახლში დასახლდნენ, რომელსაც გვერდით ბაღი ჰქონდა. ეყოლათ შვილი, რომელსაც ოლი დაარქვეს და 25 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. თუმცა, ეს დეტალები წყვილს სიყვარულის შენარჩუნებაში და დაბრკოლებების გადალახვაში ვერ დაეხმარა.


image








"ან ძაღლები, ან მე"

ერთ დღესაც მაიკმა სახლში შექმნილი უჩვეულო სიტუაცია ვეღარ მოითმინა და შედეგებზე დაფიქრების გარეშე ულტიმატუმი წაუყენა ცოლს: "აირჩიე, ან მე, ან ძაღლები". ამის შემდეგ ლიზს მეუღლე აღარც უნახავს და აღარც შეხმიანებია.


რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? როცა სოფელში საცხოვრებლად გადავიდნენ, ლიზიმ გააცნობიერა, რომ სახლში საკმარისი ადგილი ჰქონდა ბიზნესის დასაწყებად, რომელიც ფულს ვერ მოიტანდა, მაგრამ მის გულს ბედნიერებითა და სიხარულის გრძნობით აავსებდა. მან დააარსა ფონდი Beds for Bullies, რომელიც ბული ტერიერის ძაღლებს თავშესაფარს აძლევდა. თუმცა, მაიკიმ გადაწყვიტა, რომ მათი ცოლქმრული ურთიერთობა ძაღლების გარეშე ბრუნავდა, მათი კვებისა და სამედიცინო დახმარების გამო წყვილმა ახალ სახლში გადასასვლელად თანხის შეგროვებაც ვერ მოახერხა.

image








ლიზს პატარაობიდან უყვარდა ძაღლები.

სიყვარულმა, რასაც ლიზი ძაღლების მიმართ გრძნობა, მეუღლისადმი გრძნობა გადაფარა. მაიკმა იცოდა, რომ ლიზის ძაღლებთან ურთიერთობა სულ ექნებოდა. დედამისი დასავლურ ტერიერებს ზრდიდა, მამამისი კი ცხოველების კვების კომპანიის დამაარსებელი იყო. "ვფიქრობდი, ერთად ცხოვრების 25 წლის შემდეგ მაინც უნდა მიმხვდარიყო, რომ ძაღლებს თავს ვერ დავანებებდი. მან ხომ ჩემი დამოკიდებულება ცხოველებისადმი ჩვენი ქორწილის დღიდანვე იცოდა. არ ვიცი, სხვა რა პასუხს მოელოდა", - ამბობს ლიზი.

image








წყვილის ცხოვრებისეული მიზნები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა.

თუმცა, სწორი არ იქნება, განვსაჯოთ მაიკი იმის გამო, რომ ისე არ უყვარდა ძაღლები, როგორც ლიზს. ეს ლიზიმაც იცოდა, ამიტომაც წყვილმა გონიერი გადაწყვეტილება მიიღო - რადგან მათი პრიორიტეტები შეიცვალა, გაყრილიყვნენ.


"ჩვენ განვქორწინდით. ის მთელი დღე მუშაობდა, რისი საშუალებაც მე არ მომცა. არ მინდოდა, მუდამ დაკავებული ადამიანის ცოლი ვყოფილიყავი, ამიტომაც იმათ მივეცი თავშესაფარი, ვინც სიყვარულს მაძლევდა - ძაღლებს", - ამბობს ლიზი.

image








ლიზი, ძაღლების ანგელოზი

ლიზისთვის ძაღლების საჭიროებები უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე მაიკის. 30-ზე მეტზე ძაღლზე ზრუნვა, რომლებსაც გამუდმებით სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ადამიანს საკუთარ თავზე საზრუნავადაც კი ცოტა დროს უტოვებს. ლიზი დღეში დაახლოებით 18 საათს ატარებს ძაღლებზე ზრუნვაში, ასეირნებს და ასობით დოლარს ხარჯავს მათ მოვლაში.

image








200-ზე მეტი ძაღლი

ყველაფრის მიუხედავად, Beds for Bullies ისევ აგრძელებს მუშაობას, გულუხვი ადამიანების წყალობით. ეს საქველმოქმედო ფონდი ძირითადად შემოწირულობებიდან იღებს შემოსავალს. ლიზი იმ ცხოველებსაც იფარებს, რომლებიც სხვა თავშესაფრებიდან გამოაგდეს. მან უკვე 200-ზე მეტი ძაღლი შეიფარა და საქმიანობას განაგრძობს.

image








ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის თავისი ძაღლების ერთგული...

ამ სიტუაციის გამო ოჯახს 4 500 დოლარი დაუგროვდა ვეტერინარების ვალი. ლიზი იძულებული იყო, რაღაც პერიოდი კარავში ეცხოვრა, რადგან სახლის ქირას ვერ იხდიდა. თუმცა, მან ყველა დაბრკოლება გადალახა და ბედნიერია, რადგან იმ საქმეს აკეთებს, რომელიც უყვარს.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რას გეტყოდათ თქვენი ლეკვი, ლაპარაკი რომ შეეძლოს

image


2. ბრაზილიელმა წყვილმა 20 წელი გაატარა ტყის გაშენებაში, რის შემდეგაც ათასობით გარეული ცხოველი დაუბრუნდა სახლს

image


3. 109 წლის ქალის თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მამაკაცების გარეშე ცხოვრებაა

image

0
185
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0