x
მმართველი ძალის რანგში არა პარტია არამედ დაჯგუფება გვყავს, რომელიც ხალხის ფულს იპარავს
ირაკლი

უარი თქვა კარიერულ წინსვლაზე და ცვლილებებისათვის ბრძოლა დაიწყო. ჩვენი რესპოდენტი ახალი პოლიტიკური პარტიის “კანონი და სამართლის’’ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტია.


როდის დაიწყე პოლიტიკური კარიერა ?

მადლობას გიხდით ინტერესის გამოხატვისთვის, რაც შეეხება დასმულ შეკითხვას, გიპასუხებთ, რომ 2011 წლამდე მე გახლდით საჯარო მოსამსახურე, ხოლო 2012 წლიდან დავიწყე საზოგადოებრივი აქტივობები, მას შემდეგ, რაც ვნახე ახალი ხელისუფლების გაუაზრებელი და საფრთხის მომტანი გადაწყვეტილებები, მათ შორის საკადრო პოლიტიკა, განსკაუთრებით კი რუსული საფრთხეები და რუსული სახაზინო საწარმოებისთვის სასათბურე პირობების ფორმირების ტენდენცია. მახსოვს ექვთიმე თაყაიშვილის შემონახული საგანძურის დამცველად, უფრო კონკრეტულად კი კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაწყვეტილი იყო ცნობილი ფოტოგრაფის, პრორუსი იური მეჩითოვის დანიშვნა. როცა საჯაროდ გავრცელდა ამ ადამიანის სკაბრეზული და ნეგატიური კომენტარები ჩვენს გურულებსა და მეგრელებზე, სამაგიეროდ გუგლის საძიებო სისტემებში დაარქივებული იყო მისი სენტიმენტები კრიმინალური სამყაროს მიმართ, მე ახალგაზრდა თანამოაზრეებთან ერთად დავიწყე საპროტესტო მოქმედებები და ეს უკანასკნელი ჩამოვაშორეთ სამინისტროს. მართალია დღემდე ვერ ინელებს ამას, მაგრამ ეს მისი პრობლემაა, სახელმწიფო სამსახურში უნდა იყოს სახელმწიფოს და ხალხის პატივისმცემელი კადრები. 2012 წლიდან 2014 წლამდე, მე ვხელმძღვანლობდი არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა მალევე გავაცნობიერეთ, რომ მეტი ბრძოლა იყო საჭირო, შევქმენით პოლიტიკური პარტია, რომლის თავმჯდომარედაც ამირჩია საზოგადოებამ და მას შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში ვარ.

რატომ მოხვედი პოლიტიკაში?

აქტიური პოლიტიკური საქმიანობა ჩემთვის იყო პასუხისმგებლობით სავსე, თუმცა იძულებით ნაკარნახევი არჩევანი, მე უარი ვთქვი პროფესიულ კარიერაზე მაშინ, როცა ვფიქრობდი ხარისხის დაცვაზე და მეცნიერულ მიღწევებზე, ბიზნესის კეთების შესაძლებლობაზე, საჯარო სექტორში საქმიანობაზე და მიზნად დავისახე ცვლილებებისთვის ბრძოლა. ჩემი მიზანია ქვეყანა რეფორმირდეს ღონიერ სახელმწიფოდ და ნაცვლად შრომითი მიგრაციისა, ჩვენი ხალხი სწრაფი ტემპით უბრუნდებოდეს სამშობლოს. ეს ყველაფერი კი რეალისტურია თუკი სახელმწიფოს ექნება სწორი პოლიტიკა და იარსებებს სტრატეგიული გეგმები.

რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერ მხარს და რატომ ?

მხარს ვუჭერ ყველა ქართულ-დასავლურ პოლიტიკურ ძალას, ვგულშემატკივრობ თითოეულ გულწრფელ და პროფესიონალ ოპოზიციონერს, თუმცა ახალი პარტიის “კანონი და სამართლის’’ გუნდის წევრი ვარ და ცხადია ყველაზე მეტი მხარდაჭერა და სიმპატიები მაქვს ჩემი გუნდის მიმართ.

ირაკლი

რა არის ყველაზე მაშტაბური პრობლემა საქართველოში ?

ცხადია მთავარი გამოწვევა არის ქვეყნის ტერიტორიის, კერძოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და იქ მიმდინარე ანექსიის პროცესი. ამის შემდეგ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა კორუფციის მაღალი მასშტაბი, რუსული ზეგავლენის ქვეშ მყოფი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა, მაღალი შრომითი მიგრაცია და რა თქმა უნდა ინსტიტუციების ნგრევა, მათ შორის ქართული მართლმსაჯულების სისტემის ღრმა კრიზიში ყოფნის ფაქტი და კლანური მმართველობა.


როგორ შეაფასებ სანდრა რულოვსის მიმართ განხორციელებულ აგრესიას ?

პოლიტიკურმა პარტიამ “კანონი და სამართალმა’’ მომხდარს ვუწოდეთ სამარცხვინო ძალადობრივი აქტი, რომელიც ორკესტრირებული და ლობირებულია დაჯგუფების - “ქართული ოცნების’’ მიერ და იგი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს. მიგვაჩნია, რომ თითოეული კანონდარღვევა უნდა იქნას უმკაცრესად დაგმობილი და ყველა მონაწილე პირი უნდა იქნას კანონის სახელით მკაცრად დასჯილი, რადგან არჩევნებისთვის ხელშეშლა ეს ხალხის ნების უგულველყოფა და ხალხის შეურაცხყოფაა, რისი უფლებაც არავის არ აქვს. სანდრა რულოვსი პრაქტიკულად უალტერნატივო კანდიდატია, რაც მთავარია იგი არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, იგი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია, მათ შორის ჩვენიც და საერთო ძალისხმევით ვგეგმავთ თითოეული ზუგდიდელის მიერ გამოხატული კონსტიტუციური ნების დაცვას.

დღევანდელი მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს, ცვლილებებს როგორ შეაფასებ ?

დღევანდელ ხელისუფლებას, მათ შორის ახლანდელ მთავრობას აქვს ერთადერთი პროექტი - ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სამსახურია, სხვა პროექტი მათ რეალურად არ განუხორციელებია თუ არ ჩავთვლით მცირე პროექტებს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ქვეყნის წარმატება. თუ თვლით, რომ არ ვარ ობიექტური, შეგიძლიათ თავად შემახსენოთ ამ ხელისუფლების მნიშვნელოვანი პროექტი და მზად ვარ გულწრფელად გესაუბროთ მასზე.

რა შესაძლოა გაკეთდეს რომ საქართველომ სიღარიბე დაძლიოს?

სიღარბის დაძლევისთვის უპირველსი ამოცანაა კორუფციის დაძლევა და ბრძოლა მასთან, როგორც იდეოლოგიასთან და უკომპრომისო ბრძოლა მასთან, როგორც კონკრეტულ დანაშაულთან შერჩევითი სამართლის გამორიცხვით. შეიუძლებელია მითუმეტეს გარდამავალი ეკონომიკის მქონე განვითარებად საქართველოში სიღარიბის დაძლევა, როცა ყველა დონეზე კორუფციაა გამეფებული და ის ფული, რომელიც უნდა ხმარდებოდეს საზოგადოებას, ქვეყნის ინფრასტრუქტურას ხმარდება კლანს დ ამათ ინტერესებს. სიღარიბის დასაძლევად უნდა გავუსტუმროთ ქართული ოცნება ოპოზიციაში, კორუმპირებული ჩინოვნიკები და აუცილებლად ციხეში კანონის და სამართლის სახელით.

ირაკლი

რთულია პოლიტიკოსის ცხოვრება ?

ცხადია რთულია, თუკი პოლიტიკოსი არ თამაშობს და გულწრფელია, თუმცა პოლიტიკოსმა თუკი ზუსტად იცის მისი მისია და აქვს სტრატეგიული გეგმა, რაც არ უნდა სირთულესთან ჰქონდეს საქმე, მისთვის ეს საქმე აზარტულია და აკეთებს მას სიამოვნებით, მერწმუნეთ, არ არის ადვილი პოლიტიკოსობა, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის სამსახურში ხართ ამ საქმით და რამდენად მაღალია პასუხისმგებლობაც და მოლოდინებიც. მოლოდინებს გამართლება უნდა.

საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების რიცხვმა მოიმატა, რისი ბრალია, რატომ ტოვებენ საქართველოს ?

დიახ ასეა, წლების მანძილზე მე ვმუშაობდი დიასორისა და ემიგრაციის საკითხებზე და შემიძლია ვთქვა, რომ საფუძვლიანად ვიცნობ ამ საკითხს, თუმცა ამაზე სასაუბროდ ბევრად მეტი დრო და სხვა ფორმატია საჭირო. ქვეყანას ტოვებს ადამიანები, რადგან იძულებული არიან თავის გადასარჩენად და ოჯახების შესანახად იპოვონ სამუშაო უცხო ქვეყანაში. სამწუხაროდ საქართველოში ნეპოტიზმია გამეფებული და ადამიანები, ვინც უნდა საქმდებოდეს კვალიფიკაციისა და უნარების მიხედვით, მათ ადგილს იკავებს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ნათესავები, ასევე პარტიული აქტივისტები. მხოლდო ეკონომიკური და სოციალური გარემო არ ქმნის ამ სტატისტიკას, ქვეყანაში სადაც კორუფცია დ ანეპოტიზმია, სადაც კრიმინალი უფრო და უფრო მატულობს, დაუცველია თითოეული მოქალაქე, ისინი ცდილობენ გადარჩნენ, დიახ გადარჩნენ რადგან საქართველოშიე რთადერთი დაცული ადგილი ოლიგარქ ივანიშვილის ფლორა და ფაუნაა, დანარჩენები კი ყველანი ბედის და ღვთის ანაბარად ვართ მიტოვებული.

ვინაა პასუხისმგებელი მოსახლეობის საზღვარგარეთ გასვლაზე ?

პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის ხელისუფლებებს, ჩვენ დღეს მმართველი ძალის რანგში არა პარტია არამედ დაჯგუფება გვყავს, რომელიც ხალხის ფულს იპარავს, ქვეყნის პერსპექტივებს, მორჩილებაშია რუსეთის სპეც სამსახურებისადმი, ქმნის კლანებს და მართავს ინსტიტუციებს, ანადგურებს სასამართლო ხელისუფლების შანსებს. ამ პირობებში ცხადია იქნება მაღალი შრომითი მიგრაცია და ამ პირობებში ილუზორულია განვავითაროთ ქვეყანა.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ ?

ჩემი გეგმები ბევრჯერ მაქვს დეკლარირებული, მაქვს პროფესიული კარიერა, ვარ სამართალმცოდნე და ვარ პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანი, ახლა მთავარი გეგმა არის ის, რომ დავამარცხოთ მატყუარა და კორუმპრიებულ-კლანური ხელისუფლება და შევქმნათ ქვეყნის კოალიციური მართვის დემოკრატიული სისტემა, ეტაპობრივად გაცნობებთ გეგმების შესახებ.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0