სხვა ტოჩინოშინის კიდევ ერთი დიდებული გამარჯვება 2019, 14 მაისი, 23:57 14 მაისს, ნაცუ ბაშოს მესამე დღეს, ლევან გორგაძენ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 3:0_ზე გაუხდა. ქართველი რიკიშის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელსაც აქამდე ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა. ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.მას კიდევ 7 გამარჯვება ესაჭიროება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. ხვალ ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე ტამავაში იქნება. 105 1-ს მოსწონს
|