გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალური ქსელის საშუალებით თამარ ჭოხონელიძეს მიმართავს:
/თამარ ჭოხონელიძე პირდაპირ ეთერში გაემიჯნა საპატრიარქოს და ლგბტ აქტივისტი გახდა!/
ეს წუთია, ტვ პირველის პირდაპირ ეთერში “რუსთავი 2'' -ის თანამშრომელმა და ნიკა გვარამიას ფანკლუბის წევრმა თამარ ჭოხონელიძემ “ბნელი და გაუნათლებელი'' უწოდა ლამის მთელ ერს, ვინც კრიტიკულად შეაფასა მისი უარი პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში!
დიახ, პატრიარქმა სპეციალურად დაამთხვია ოჯახის დღესასწაული ლგბტ დღესასწაულს და
მე რატომ ვარ ვალდებული, რომ ბრმად გავყვე საპატრიარქოსო!
კატეგორიულად არ მივიღებ მონაწილეობას 17 მაისის კონცერტში, რადგან მე ვერ მივიღებ მონაწილეობას დაპირისპირებაშიო!
სექსუალური ნიშნით ადამიანების ჩაგვრა ჩემთვის მიუღებელიაო!
გილოცავ, თამარ ჭოხონელიძე, ღია გეი აქტივისტი გახდი!..
ეს დაპირისპირება კი არ არის, ეს არის ომი ქრისტესთან და ამ ომში თამარ ჭოხონელიძემ და მისნაირი იუდებმა ქრისტეს უღალატეს და გაყიდეს!
დამთავრდი, თამარ ჭოხონელიძე!..
/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/- წერს გიორგი გიგაური