x
image
თამილა გურაშვილი
ბაქომ და ანკარამ მოსკოვთან მოლაპარაკება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე თბილისის გარეშე გადაწყვიტა
image
ბოლო წლებში, სატრანსპორტო სისტემის განვითარებით, კერძოდ, სარკინიგზო გზის წყალობით, აზერბაიჯანი გახდა მთავარი სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი.

საერთაშორისო და რეგიონული სატრანსპორტო პროექტების განხორციელებისას წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, შენდება თანამედროვე რკინიგზის ინფრასტრუქტურა და ხდება მისი მოდერნიზაცია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ჩრდილოეთ-სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის, აგრეთვე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საქმიანობის გაუმჯობესება მიზნად ისახავს ამ პროექტებში მონაწილეთა ტრანზიტის პოტენციალის გაზრდას.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ჩრდილოეთ-სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის, აგრეთვე, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საქმიანობის გაუმჯობესება მიზნად ისახავს ამ პროექტებში მონაწილეთა ტრანზიტის პოტენციალის გაზრდას.

ეს ყველაფერი იმდენად რეალურ კონტურებს იღებს, რომ უკვე მიიპყრო ყურადღება იმ ხალხისაც კი, ვინც ადრე წინააღმდეგი იყო სატრანსპორტო პროექტების განხორციელების. უფრო მეტიც, მზარდი კონკურენცია იწვევს ამ პროექტების მონაწილეთა შორის კონფრონტაციას.


აპრილის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეკინში აზერბაიჯანის ლიდერთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ხელმძღვანელთა შეხვედრა რუსეთში აგვისტოში გაიმართება. ბაქოსთვის ეს გზავნილი აღიქმება როგორც მაღალი მიღწევა. მართალია, ასეთი სამმხრივი შეხვედრები სულ უფრო ხშირად იმართება, მაგრამ ის არ სცილდება რეგიონის სატრანსპორტო პრობლემების განხილვას. რეგიონის სამი წამყვანი ქვეყნის ხელმძღვანელის შეხვედრა ყოველთვის მესამე მხარის ყურადღებას იზიდავდა, მაგრამ ბოლო დღეებამდე არ ყოფილა გამოთქმული რაიმე უარყოფითი ემოციები, სულ ცოტა ჭორის დონეზეც კი.

მაგრამ ამ დროს ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა. ეს არ ეხება რეგიონის სამი ქვეყნის ხელმძღვანელის შეხვედრას. ოფიციალურად მკვეთრი პროტესტი გაისმა ჩვენი მეგობარი საქართველოს მხრიდან ანკარადან. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეზობელი ქვეყნის აღშფოთება გამოიწვია, არა რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ხელმძღვანელების მომავალმა შეხვედრამ, არამედ, პუტინის სურვილის მთელმა რიგმა ინფორმაციამ რუსეთის გაწევრიანებისა, ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო პროექტში. ეს აშკარად ჩანს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის განცხადების არსიდან.

"ჩვენთვის ეს სტრატეგიული პროექტია და სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რისთვისაც ხორციელდება. "- განაცხადა ბახტაძემ ანკარაში შეხვედრის შესახებ გაკეთებულ კომენტარში. შეხვედრაზე რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "რუსეთის სარკინიგზო გზების" შესაძლო ჩართვაზე ბაქო-თბილისი -ყარსის პროექტში. მისი თქმით, ამ შეხვედრამ ჩაიარა სხვა რაკურსით.

მიზეზი, რაც აწუხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გასაგებია. სამი ქვეყნის (აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი) შორის 6 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ პროექტის მონაწილე სამი ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში არის შესაძლებელი, ნებისმიერ სხვა ქვეყნის ჩართვა პროექტში.

ამის შემდეგ, ანკარამ და ბაქომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რუსეთის რკინიგზის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში გაწევრიანების შესაძლებლობას, თბილისის მოსაზრების გათვალისწინების გარეშე. თავისი ქვეყნის მნიშვნელობის დასამტკიცებლად ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მოხდება შემაერთებელი სადგურის, ე.წ. "ევროპული სტანდარტის" (1435 მმ-იანი) სარკინიგზო ბმულის გაკეთება "ფართო" ლიანდაგით. ეს მოხდება ქართულ მიწაზე ახალქალაქში . "სხვა ვარიანტი არ განიხილება."- თქვა ბახტაძემ.

ბაქომ და ანკარამ არ გაითვალისწინეს თბილისი და ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა გამოხატოს უკმაყოფილება ხმამაღლა. რა რეაქცია მოჰყვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ძნელი სათქმელია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის უბრალო დამთხვევა. სავარაუდოდ, ბაქომ და ანკარამ გადაწყვიტეს მოსკოვთან მოლაპარაკებები თბილისის მონაწილეობის გარეშე, აშკარა მიზეზების გამო. ძნელია, გადაწყვიტო რთულ საკითხი, თითქმის ღიად მტრული დამოკიდებულების ქვეყნებმა.

პირველ რიგში, ეს სირთულეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობისთვის, რადგან, ამ ქვეყნის ხალხი აღშფოთებას გამოხატავს მოსკოვის ყველა საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის გასწვრივ რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფას, მათ შორის, ეკონომიკურად გამართლებული ტარიფების შექმნას და ახალი ტვირთების მოზიდვას.

რუსული მხარის ამოუწურავი რესურსების გათვალისწინებით, ეს შეთანხმება სრულ დატვირთვას და მნიშვნელოვან დივიდენდებს მოუტანს პროექტში მონაწილეებს, მათ შორის საქართველოსაც.

მოვლენები, როგორც ჩანს, ზუსტად განვითარდება ანკარაში შეთანხმებული მიდგომების სულისკვეთებით. თბილისს მხოლოდ დრო სჭირდება და შემდეგ დათანხმდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის "ჩრდილო-სამხრეთის" წევრია, რომელიც მჭიდროდ ინტეგრირებულია - "აღმოსავლეთ-დასავლეთი-ის" დერეფანში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. ამიტომაც, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, უნდა დაეთანხმოს მოსკოვის ჩართულობას პროექტში. უბრალოდ, თბილისი ვალდებული იყო ეჩვენებინა პირადი მოსაზრება, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი განთავსდება 1520 კმ ახალქალაქში (საქართველო), ყარსის მონაკვეთზე 76 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე და ლოჯისტიკური ტერმინალით ყარსზე.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლოატაციაში შეტანილ იქნა 2017 წლის 30 ოქტომბერს. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალი 98 კმ სიგრძის, საიდანაც 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კილომეტრი საქართველოსი, ასევე, განხორციელდა რეკონსტრუქცია ახალქალაქი-თბილისის 183 კილომეტრიან მონაკვეთზე საქართველოში. საქართველოს ტერიტორიაზე სამუშაოები აზერბაიჯანის მიერ დაფინანსდა, საქართველოს გამოუყვეს ორი დაბალპროცენტიანი სესხი(წელიწადში 1% -ით), რამაც მთლიანობაში 775 მილიონი დოლარი შეადგინა.- წერს აზერბაიჯანული ინტერნეტ-პორტალი "Haqqin.az."


0
689
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0