პოეზია ნიპონის ქნარი ქართულად 2019, 14 მაისი, 13:39 ***
ჟასმინის სურნელში აცეკვებული
მღეროდა ქარი და სარკმლის უკან
იმალებოდა ველური მარტი...
*** აპრილის თოვა- გზად მიმავალი მიიჩქაროდა ღერებით ხელში, ხიდზე დაცვივდა ყველა ყვავილი- რაც ჰქონდა ხელში. *** ზამთრის მისტიკა- ლაკმუსის ღამეს უნათებდა კასიოპია, ციდან ბარდნიდა ფანტელები- ღამის ფიქრია. *** შემოდგომის ვერსი- ნაწვიმარ სერზე შრიალებდა ჭრელი კიმონო და ანათებდა ჰორიზონტზე ძველი კოლოსი. *** თიბათვის ეტიუდი- კივილით გაჰქონდა მატარებელს ელმავლის შუქი და ლოცულობდა სხვა პოეტი სამძიმარს გულში. *** ლედი ჰაიკუ- დედოფლის წყაროს უმღეროდა თეთრი მაისი და სიყვარულით იღვრებოდა მეფის დაისი... ჯორჯიანა ფირენცე/იტალია პ.ს. ფოტოკოლაჟი წიგნიდან ![]() 17 შეფასება არ არის
|