ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მიხეილ საკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ეხმაურება:
"მიგიგნია შენი ხელობისთვის! ეს რა დღეში ჩაგაგდო ივანიშვილმა, პრეზიდენტობიდან მცხობელობამდე, სანამ არ იყვირებ ბოთლეებს ვიბარებ ბოთლეებს, მანამ არ მოგასვენებთ )))))))))))))))))))))))"- წერს ნინო ჯღარკავა "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 მარტს ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მორჩა, კონდიტერობას ვიწყებ, ვისაც ტკბილი მოგინდებათ, მომმართეთ! დღეს კი ფილადელფიაში, ჭაჭის საწარმოს გახსნაზე, ლენტს გავჭრი და მისაყოლებელიც გვექნება".