x
image
ელენე გუმა
"გუშინ, ერთ- ერთ ეზოში კაცი მანქანაში ჯდებოდა, როცა მივაჭერი და გირჩიდან ვართთქო..."
image

პოლიტიკური გაერთიანება " გირჩის " ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ამბავზე წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ ქუჩაში თავად შეემთხვა.


"კარდაკარზე ვის და რას არ შეხვდები, მაგრამ ..

გუშინ, ერთერთ ეზოში სოლიდური შესახედაობის კაცი მანქანაში ჯდებოდა როცა მივაჭერი და გირჩიდან ვართთქო


სახლში შემოდით, სალაპარაკო მაქვსო

არ გვცალია, სასიარულო გვაქვს, 2 წუთს წაგართმევთთქო

არაო, თუ არ გინდათ კარგად იყავითო, მე ბევრი ხალხი მისმენსო

ამ დროს ერთერთმა ჩვენგანმა იცნო, ეს კაცი ხშირად არის ტელევიზიებში, მართლა ცნობილიაო (სახელს და გვარს არ ვიტყვი)

ოქეი, შევიდეთთქო

შევედით

კაბინეტი, მდივანი, თაროებზე ტომები, ყველაფერი ადგილზე

მეო ორივეს ვიცნობ კარგადო, კახაძესაც და შავგულიძესაცო, მაგრამ აღარ მინდა ეს ძველი ხალხი, რამე ახალი მინდა, ამიხსენით რატომ უნდა მოგცეთ ხმაო

ოღონდ მანამდე მომისმინეთო

სექსოლოგი ვარო, ცნობილიო, ყველა ტვ ჩემთან მოდის კომენტარზე როცა სექსს ეხება საქმეო

ჰოდა, ებრაელები რომ ჩუჩას აჭრიან ხომ იცითო (აი ეგრე, პირდაპირ, მოუმზადებლად)

კითთქო ვუთხარით

მერე ჩუჩას რომ აჭრიან, ასო მგრძნობელობას კარგავსო

მგრძნობელობას რომ კარგავს, სიამოვნება ისეთი აღარ არის სექსის დროს როგორიც უნდა იყოსო

სიამოვნება რომ აღარ არის სათანადო, ამიტომ ..

wait for it

ამიტომ მაგათ სიყვარული არ იციანო

სიყვარული რომ არ იციან, მაგიტომ ..

wait for it

მაგიტომ არ ჰყავთ შექსპირიო

...

გილოცავთ ღვითსმშობლის წილხვედრობის დღეს!

პ.ს. ვკითხე, ამას რატომ გვიყვებით, კახაძეს არ აქვს ჩუჩათქო? არაო, კახაძეს აქვსო"- წერს ჯაფარიძე.

1
113
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
113
  
რა ეშველება ამ გამოგირჩებულს?(
0 1 1