წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ზომების ორგანოები გააჩნიათ...
1. ყველაზე გრძელი ენა - გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მკვიდრი ანიკა ირმლერი გინესის რეკორდსმენია. მას აქვს ყველაზე გრძელი ენა მსოფლიოში. მისი ენის სიგრძე 7 სანტიმეტრია. თვით რეკორდსმენი, საკუთარი ნიჭით ამაყობს.
2. მსოფლიოს ყველაზე გრძელი ფრჩხილები - აშშ-ს მკვიდრი ქალაბტონი ლი რედმონდიც აგრეტვე გინესის რეკორდსმენი გახლავთ. მას აქვს ყველაზე გრძელი ფრჩხილები მთელ მსოფლიოში, რომლის სიგრძე ერთბაშად 7 მეტრა და 51 საინტიმეტრია. როგორც ცნობილია, ქალბატონს ფრჩხილები არც საკვების მომზადებაში და არც ჭურჭლის დარეცხვაში უშლის ხელს, ერთადერთი გამონაკლისი ჩაცმა-გახდაა...
3. ყველაზე გრძელი ყურის ბეწვი - ინდოელი მამაკაცი გინესის რეკორდსმენია კატეგორიაში - "ყველაზე გრძელი ყურის ბეწვები". მისი ყურის ბეწვები 25 სანტიმეტრის სიგრძისაა და დღემდე ეზრდება. 58 წლის მამაკაცი 18 წლიდან მოყოლებული იზრდის ყურის ბეწვებს.
4. ყველაზე გრძელი ფეხის თითები - როდესაც ტაივანელმა ქალბატონმა ფეხის თითების ფოტო სოციალურ ქსელში გააზიარა, მნახველების საოცარი რეაქციები მოჰყვა... უმეტეს მათგან ხელის თითები ეგონა, მაგრამ ეს რეალურად ფეხის თითები იყო. ტაივანელი ქალი სიმაღლეში 150 სანტიმეტრია, ხოლო მისი ფეხის თითების სიგრძე 5 სმ-მდეა.
5. ყველაზე გრძელფეხება ქალი მსოფლიოში - სვეტლანა პანკრატოვას სხეულის ფორმები ნამდვილად საოცარია. მისი ფეხების სიგრძე 131 სანტიმეტრია. 36 წლის ქალბატონი ერთ დროს კალათბურთსაც თამაშობდა, დღესდღეობით გინესის რეკორდსმენია კატეგორიაში "ყველაზე გრძლეფეხება ქალი".
6. ყველაზე დიდი წვერი (ქალი) - თუ ფიქრობთ, რომ წვერებით მხოლოდ მამაკაცები დადიან, მაშინ ძალიან ცდებით, ვინაიდან ინგლისში მოღვაწე ინდოელ ქალბატონს, ჰანრამ კაურს ზოგიერთ მამაკაცზე ბევრად უფრო დიდი წვერი აქვს და ასევე ამ თვისებით გინესის რეკორდსმენია. 24 წლის მასწავლებელი თვლის, რომ წვერებში უფრო სექსუალურია.
7. ყველაზე გრძელი ცხვირი - გინესის რეკორდებში შესულია თურქი მამაკაცი მეჰმეთ ოზიურეკი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცხვირი აქვს. მისი ამ ორგანოს ზომა 9 სანტიმეტრია.
8. ყველაზე დიდი მკერდი მსოფლიოში - ჩამონათვალს ვასრულებთ ყველაზე დიდი მკერდით. ბოლო წლებში მკერდის გადიდების მიზნით, ქალები უამრავ ფულს ხარჯავენ ქირურგულ ოპერაციებში, მაგრამ ჩვენს რეკორდსმენ ქალბატონს სულაც არ დასჭირვებია ფულის დახარჯვა, პირიქით ის მისი ავლადიდებით ფულს შოულობს. დიდი ზომის მკერდით გინესის რეკორდებში შესული ქალბატონის თითოეული მკერდი 26.5 კილოგრამს იწონის.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!
4 ადგილი დედამიწაზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს!
"sos", "help" და "i'm here"- უკაცრიელ კუნძულებიდან გადარჩენილები...
"დღეს ბავშვებს მეტისმეტად ანებივრებენ!!!" - კირა ანდრონიკაშვილი
მშობიარობის მაჩვენებლით გინესის რეკორდსმენი 9 ქალი!
რას სთხოვენ ინგლისში მამაკაცები სექს მუშაკებს?