კულტურა როგორ ჩამოყალიბდა კოლიზეუმი გლადიატორთა სასაკლაოდ 2019, 11 მაისი, 23:10 ცნობილია - რომში მონებს გასართობად იყენებენ, ლამაზ გოგონებს პროსტიტუციის მიზნით, ტანმსხვილ, დაკუნთულ ვაჟებს - გლატიატორთა სისხლიანი ორთაბრძოლებისათვის.
გლატიატორთა ორთაბრძოლა რომის პატრიციების ავადმყოფური ფანტაზიის ერთ - ერთი ნაყოფი იყო. ის გულისხმობდა ადამიანთა ორთაბრძოლით გართობას. რაც ერთ ერთი მონაწილის სიკვდილით მთავრდებოდა. გართობის ეს სახეობა ჩვეულებრივი, ტრადიციული სამხედრო წვრთნის ზეგავლენით ჩამოყალიბდა. ყველა ხალხსა და ყველა ქვეყანაში, განვითარების იმ ეტაპზე, როცა ხელჩართული ბრძოლა ომის წარმოების ძირითადი საშუალება იყო. ახალგაზრდობის სამხედრო წვრთნის მთავარ ელემენტს სწორედ ორთაბრძოლა წარმოადგენდა: ეს ხდებოდა ან ხის ხმებით, ან ბლაგვი იარაღებით. მაგრამ რომში, სამხედრო ოსტატობის დახვეწის ამ ტრადიციულმა საშუალებამ, განსხვავებული ფუნქცია შეიძინა რომის გაბატონებული ფენებისა და რიგითი მოქალაქეების ერთ - ერთ საყვარელ გასართობად იქცა. შეიქმნა სპეციალური სკოლები, სადაც ამზადებდნენ მებრძოლებს. გავრცელებული ბრძოლები იყო ხანჯლებით, ბადეებითა და ცულებით, სამთითებითა და ჯაჭვებით, შურდულებითა და ცელებით. როცა რომში ეგზოტიკური ცხოველები - მოდაში შემოვიდა ლომებთან, ვეფხვებთან, მარტორქებთან ადამიანებთან შეჭიდება. ორთაბრძოლა აუცილებლად უნდა დამთავრებულიყო ერთერთი მონაწილის სიკვდილით. მონას არ ჰქონდა უფლება, გამოეჩინა სიბრალული. ამის უფლება მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო მოხელეს ან მაყურებელი ბრბო იყო. გლადიატორების ორთაბრძოლა რომში ბიზნესის სახეობა და გამდიდრების მნიშვნელოვანი წყარო გახდა. რომის წარჩინებულები მართავდნენ სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობის გასამხიარულებლად მართავდნენ გლადიატორთა ბრძოლებს, სპეციალურად აშენებულ არენაზე. ერთ ერთი სახელგანთქმული სკოლა, სადაც საუკეთესო გლადიატორებს ამზადებდნენ, იყო კაპუაში. ქ. პომპეის მახლობლად. ჩვ. წ. 74 წელს ამ სკოლის გლადიატორებმა, სპარტაკის მეთაურობით, მოაწყვეს აჯანყება. ხელში ჩაიგდეს სკოლაში არსებული იარაღის მარაგი და მოახერხეს გაქცევა. შემდეგ მოგიყვებით ამ აჯანყების შესახებ უფრო დაწვრილებით. ვინ არიან ბელ სუონოს სოლისტები, როდესაც პოლიტიკა სრულიად უძლურია “ მოლაპარაკე იარაღი " ასეთად ითვლებოდა მონა მარადიულ ქალაქში 294 1-ს მოსწონს
|