სხვა ქვეწარმავალისთავიანი ადამიანები-დედამიწის პატრონები უძველესი დროიდან 2019, 10 მაისი, 15:15 ისტორიები და მითები რეპტილოიდებს და ადამიანის მსგავს ქვეწარმავლების შესახებ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაში გვხვდება. როგორც ცნობილია, ხვლიკისთავიანებს ქონდათ მაღალი ინტელექტი და ცდილობდნენ დედამიწის დაპყრობას. მიუხედავად იმისა, რომ სასაცილოა ასეთი იდეა, ამ იდეას აქვს პირველადი წყაროები. სამხრეთ ამერიკის ე.წ. ჩინკანასის გამოქვაბული ჯერ კიდევ თითქმის არ არის შესწავლილი. ეს არის ლაბირინთების რთული მიწისქვეშა ქსელი, რომელიც დიდი სიღრმეზეა განთავსებული. მკვლევარებმა - სპელეოლოგებმა შესძლეს შეეღწიათ შესასვლელში და შეისწავლეს მხოლოდ ის ტერიტორიები, რომლებიც მდებარეობს შესასვლელებში ხილვადობის ფარგლებში. ჩინკანასის ფარული ნაწილების გამოკვლევის მცდელობები ტრაგიკულად დასრულდა, მთელი ექსპედიცია უგზოუკვლოდ დაიკარგა. ზოგიერთ შემთხვევაში, უკან დაბრუნებული ადამიანები ჭკუაზე შეიშალნენ. ისინი შეშინებული და დაბნეული ცდილობდნენ მოეყოლათ გრძელკუდიან ფერფლით დაფარულ არსებებზე.. ადგილობრივი ხალხური ლეგენდები ასევე ამბობენ, რომ მიწისქვეშეთში ცხოვრობენ ხვლიკისთავიანი არსებები, რომლებიც არასდროს ტოვებენ გამოქვაბულს. რეპტილიების კვალი გვხვდება ავსტრალიის ფოლკლორში. აბორიგენები მიიჩნევენ, რომ შავ მთებში, რომლებშიც მრავლადაა შავი ლოდები, ცხოვრობენ გველისთავიანი ადამიანები. ამ მთაზე ფეხით მოსიარულე ბევრი ადამიანი და ცხოველი იკარგება. უცნაური ტომის ხალხი ცხოვრობს აფრიკის ზაირის ჯუნგლებში. არსებობს კინო და ფოტო მასალა, რომლებიც ადასტურებენ 35 სანტიმეტრიანი რქის არსებობას მათ ზურგზე . სისხლის და ქსოვილის ნიმუშების ანალიზით დადასტურდა, რომ ტომის წარმომადგენლები ცივსისხლიანთა წარმომადგენლებს ეკუთვნიან. 1967 წელს კანადაში მეცნიერების მიერ აღმოჩენილი იქნა ჩონჩხი დინოზავრის სახეობის -სტენონიხოზავრი. კარგად შენახული ჩონჩხი საშუალებას იძლევა, რომ დეტალურად იქნას შესწავლილი და გაკეთდეს ღირებული აღმოჩენები. პატარა არსება დედამიწაზე დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ სტენონიხოზავრი ორ კიდურზე დადიოდა. მისი ტვინის მოცულობა ადამიანთან ახლოს იყო. ზედა კიდურებზე ქონდათ ადამიანის მსგავსი გრძელი, მოქნილი თითები. თვალის სტრუქტურა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ადამიანებში. თვალის ხედვის მოწყობილობა იძლეოდა საშუალებას დაენახათ თითქმის სრულ სიბნელეში. უჩვეულოდ ფართო იყო ხედვის სპექტრი, რაც შესაძლებლობას აძლევდათ მათ, რომ დაენახათ, რა იყო უკან. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ არსების ფიზიკურმა შესაძლებლობებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა, არა მარტო, უძველეს ძუძუმწოვართა შესაძლებლობებს, არამედ, ადამიანებისასაც. ასევე ვარაუდობდნენ სტენონიხოზავრის გონივრულობაზე, თუმცა, ამის დამტკიცება შეუძლებელია. დღემდე საიდუმლოდ რჩება, თუ რატომ გაქრნენს სტენონიხოზავრები მოულოდნელად დედამიწაზე. 468 1-ს მოსწონს
|