რელიგია "პროტესტის ეს ფორმა უკვე ჯოჯოხეთია!.."-სკანდალური ფოტო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა 2019, 10 მაისი, 0:21 ![]() სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ღვთსმშობლის ხატია გამოსახული, რომელიც გაშარჟებულია და ფოტოშოპით გადაკეთებული. როგორც ფოტოს მინაწერში პეტრე კოლხი წერს, ეს მდგომარეობა ხომ ფსიქიკური აშლილობის უკიდურესი ფორმაა და ეს ადამიანები ისევ საკუთარ თავს უმზადებენ განსაცდელს. "ამას რა ჰქვია... რას ნიშნავს ეს მდგომარეობა... სადამდე უნდა დავეცეთ, რომ ერთმანეთზე შური რელიგიური შეურაცხყოფებით ვიძიოთ?! ეს ხომ არის იმ ადამიანების უფლებების დარღვევა, ვისთვისაც სარწმუნოება ყველაფერზე ღირებულია... ფსევდოლიბერალები როცა საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ, თავად რატომ ავიწყდებათ, რომ სხვის უფლებებს უხეშად არღვევენ?! ეს მდგომარეობა ხომ ფსიქიკური აშლილობის უკიდურესი ფორმაა!.. ისევ საკუთარ თავს უმზადებენ განსაცდელს... არავის მოეთხოვება იძულებით, იყოს ეკლესიური, მაგრამ პროტესტის ეს ფორმა უკვე ჯოჯოხეთია!.."- წერს პეტრე კოლხი. აღნიშნულ პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს, სადაც საზოგადოება ერთხმად გმობს აღნიშნულ ფაქტს და წერენ რომ ამის ჩამდენს წინ ცუდი ამბები მოელის. ზოგი კი იმ პირების პახუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვინც აღნიშნული რამ ჩაიდინა. თუ ვინ გააკეთა ეს ფოტო ჯერ-ჯერობით უცნობია. 395 2-ს მოსწონს |
ამ ფოტოს გამიარებელს კი არ მოელის განსაცდელი...
ან კიდევ ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ყველა იმას ვისაც გაეცინა უბრალოდ...
არამედ ეს ფოტოა ქრისტიანობის დღევანდელი სახე... აი ხატების ემოციებიც დღევანდელობაზე...