x
image
Teklamaisuraze
ვინ არიან ბელ სუონოს სოლისტები, როდესაც პოლიტიკა სრულიად უძლურია
18 მაისი, ბელ სუონო, საქართველოში. თბილისის ფილარმონიის სცენაზე! სამი როიალი, ექვსი ჯადოსნური ხელი! მუსიკოსების მიერ ცოცხალი შესრულება. აი ასეთი შეფასებები აქვს ბელ სუონოს სოლისტების მიერ შესრულებულ კომპოზიციებს.

image

image

ბელ სუონოს სოლისტები, ვინ არიან ისინი.


კირილ გუშჩინი.

“ მიუხედავად იმისა რომ დედა და მამა არ არიან მუსიკოსები, ისინი ინჟინრები არიან. მაგრამ ისინი სწავლობდნენ მუსიკას. ჩემი დეიდა არის პიანისტი. მან დაამთავრა სარატოვის კონსერვატორია. ის დამეხმარა გადამედგა პირველი ნაბიჯები მუსიკასთან დაკავშირებით. 6 წლიდან დავდივარ მუსიკაზე.

image

image

დედამ გადაწყვიტა, რომ ჩემი ადგილი სწორედ კლავიატურასთან არის. შემდეგ მივედი მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

ვასილი ოპლევი

მე დავიბადე მოსკოვში, მამა ბიზნესმენია დედა მხატვარი. ბავშვობაში მომწონდა მუსიკა. დედა კი ძალიან მიწყობდა ხელს. დავიჟინე რომ მუსიკაზე მინდოდა. მიმიყვანეს, და ასე განვითარდა ჩემი სასცენო კარიერა.

image

9 წელი ვსწავლობდი. ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში და შემდეგ მოსკოვის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის შემდეგ დიუსელდორფის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში.

image


ანტონ მოსენკოვი

მე დავიბადე მოსკოვში, დედა ეკონომისტი ანალიტიკოსია, მამა სამხედრო პირია. ჩემი მუსიკასთან ურთიერთობა დაიწყო ღრმა ბავშვობიდან, საბალეტო სკოლაში. სადაც ესეთი საგანი გვქონდა, “ საერთო ფორტეპიანო " ეს ჩემთვის უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ქორეოგრაფია. ამ საგანს უფრო გულმოდგინებით ვასრულებდი.

image

მშობლებთან ერთად გადაწყდა რომ მუსიკის პროფესიონალური შესწავლა მინდოდა. შევედი ჩაიკოვსკის სახელობის სკოლაში, დავამთავრე კონსერვატორია.

image


0
88
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0