x
წინ, უკანალისკენ!- ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია
ჟურნალისტი და მედია-კავშირ "ობიექტივზე" გადაცემა "ოქროს კვეთას" წამყვანი ვალერი კვარაცხელია სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება 9 მაისს და შემდეგი სახლის პოსტს აქვეყნებს:
"ხვალ 9 მაისია, დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი.
დღეს, 8 მაისს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე წერილი, სადაც მაფრთხილებენ, რომ გამარჯვების დღეს არ უნდა გამოვიყენო კომუნისტური სიმბოლიკა, თორემ... (წერილი ამ სტატუსს ერთვის).

მოდით, ერთად განვიხილოთ, რა სიტუაციაა ეს?

საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლება არ კრძალავს 9 მაისს, როგორც გამარჯვების დღესასწაულს, მაგრამ კრძალავს იმ სიმბოლიკას, რომელი სიმბოლიკითაც საბჭოთა ხალხმა, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, მსოფლიო იხსნა ევროპული (დასავლური) ფაშიზმისგან.

დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხი რას იცავდა? საბჭოთა ხალხს, საბჭოთა კავშირს, სოციალისტურ სისტემას და ყოველივე ამის გამომხატველ სიმბოლოებს (დროშას, ჰიმნს, გერბს).
ამას ეწირებოდნენ მილიონები...
დღეს ჩვენ თუ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონით იკრძალება საბჭოთა სიმბოლიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, რომელიც დიდი სამამულო ომის დროს საბჭოთა კავშირში შემავალი (მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი) რესპუბლიკა იყო, უკვე გაუმარჯვია იმ ძალას, რომელიც დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირს, სოციალისტურ სისტემას, დიდ სტალინს და კომუნისტურ სიმბოლიკას ებრძოდა, ანუ - ფაშისტებს.


ეს თუ ასეა, მაშინ ჩვენ რას ვზეიმობთ?
რომელ გამარჯვებას ვზეიმობთ, რომელიც ვერ შევინარჩუნეთ?
რა პირით უნდა მივიდეთ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ქვეყანაში, სადაც ფაშისტები ხელისუფლებაში არიან?

არ მითხრათ ახლა, ესენი ფაშისტები კი არა, დემოკრატები არიანო. ესენი გადაცმული ფაშისტები არიან, ანუ ვერმახტის ჯარისკაცები არიან, რომლებსაც ევროპულ-ამერიკული ჰალსტუხების ქვეშ ფაშისტური სვასტიკები აქვთ დამალული.

დიდი სამამულო ომის დროს გერმანული ფაშიზმი მარტო არ ყოფილა, იგი ამერიკულ-ინგლისური კაპიტალით იყო ნაკვები. ომის დასასრულს, როდესაც ჰიტლერული ბანდის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ორმა საერთაშორისო გარეწარმა - ჩერჩილმა და რუზველტმა საკუთარი ტყავის გადასარჩენად საბჭოთა კავშირთან კოალიცია გააფორმა და მეორე ფრონტი გახსნა. სტალინი ამას დათანხმდა ზედმეტი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ ევროპულ-ამერიკული კოალიციის ახალმა თაობამ, მოღალატე გორბაჩოვ-იაკოვლევ-შევარდნაძის დამნაშავე ბანდის გამოყენებით, გამარჯვებას მიაღწია, ანუ ფაშისტური რევანში შედგა.

დღეს საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკაში (ერთად-ერთ გამონაკლისს ბელარუსი წარმოადგენს) ლიკვიდირებულია სოციალისტური სისტემა და უარყოფილია საბჭოთა სიმბოლიკა.
აქ კვლავ გავიმეორებ შეკითხვებს, რომლებიც ზემოთ დავსვი: მაშ, რას ვზეიმობთ ჩვენ? რომელ გამარჯვებას, რომელიც ვერ შევინარჩუნეთ?
9 მაისს, იმ ჯარისკაცის საფლავთან, რომელმაც სიცოცხლე წითელი დროშისა და ხუთქიმიანი ვარსკვლავის დასაცავად გაწირა, ხელში პაწია წითელი ალამითა და მკერდზე მიბნეული წითელი ვარსკვლავით რომ მიხვიდე, დაგაპატიმრებენ.

გესმით, უკიდურესი აბსურდულობა სიტუაციისა?
ეს ხომ იგივეა, მორწმუნეს უთხრან, - ეკლესიაში სანთელს ნუ დაანთებ და ლოცვებს ნუ წარმოსთქვამ, საგალობლებს ნუ მოისმენ და ზიარებას ნუ მიიღებო.
ასე, ამ შემთხვევაშიც: უცნობი ჯარისკაცის საფლავთან სულიერად განძარცვულნი, შინაარსისგან დაცლილნი და სატანასთან წილნაყარნი თუ მიხვალთ, ხელს არ შეგიშლითო.
ბარემ ისიც გვიბრძანეთ, რომ თქვენნაირი თახსირი მამათმავლების ცისარტყელას ფერებიანი დროშით ვეახლოთ მსოფლიოს გადამრჩენელ გმირთა განზოგადებულ ხატს - უცნობ ჯარისკაცს.

ეს ყველაფერი არ არის.

9 მაისს უცნობი ჯარისკაცისთვის სულში ჩასაფურთხებლად ხელისუფლებაში მოკალათებული მთელი დასავლური ხროვა (ჭრელი ჰალსტუხების ქვეშ ფაშისტურ სვასტიკებს გულმოდგინედ რომ მალავს) გამოცხადდება. ისინი ზიზღნარევი ფარისევლობით დაუხრიან ცარიელ თავებს იმ რამდენიმე ვეტერანს, ჯერ კიდევ რომ შემორჩნენ წუთისოფელს და, ვისთვისაც მცირეოდენ ხელშეწყობასაც ვერ იმეტებენ. რამდენიმე წუთში კი, კომუნისტებისა და წიღელი არმიის ვეტერანების ასე ახლო მანძილიდან ხილვით მოგვრილი გულისრევის გრძნობით გაიკრიფებიან იქიდან, რათა კრუხობის დრომოწეულ დედლებივით გასუქებული უკანალები იმავე ვეტერანებისა და, საერთოდ, ხალხისთვის მოპარული ფულით შეძენილი ჯიპების ფუმფულა სავარძლებში ჩაფლან. უკანალი ხომ ყველაზე მაღალი ღირებულებაა დღევანდელ საქართველოში, უკანალისკენ სვლა კი წინსვლადაა გამოცხადებული...

ეს მხოლოდ აბსურდი არ არის, ეს უკვე სატანიზმია - დასავლური სატანიზმი!

P.S.
მაქსიმალურ გაზიარებას და კომენტარებს გთხოვთ, ვინაიდან ეს საკვანძო საკითხია. სხვა ყველაფერი თვალთმაქცობაა. ესაა წყალგამყოფი - ვინ სიკეთისკენ, ვინ ბოროტებისკენ?!"- აცხადებს ვალერი კვარაცხელია

დოკუმენტი

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0