x
რა განცხადებას ავრცელებს ნინო სუხიშვილი

სუხიშვილი

ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება - განაცხადა საქართველოს ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" დირექტორმა ნინო სუხიშვილმა "ერთსულოვნების“ ეთერში 17 მაისს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით.

"მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის, ყველა ფორმის გამოვლენის. წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. მე ვთვლი რომ სამების წინ კონცერტი... საერთოდ სამების სავანე ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.

ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მე ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას", - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

0
269
შეფასება არ არის
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0