გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალური ქსელის საშუალებით ამხელს მაჩალიკაშვილს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია!
მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში პირდაპირ აღიარა, რომ სუს-ის ყოფილი შეფის, სოსო გოგაშვილის მამამისის საფლავზე აფეთქებაზე მართლაც ელაპარაკებოდა თავის ძმიშვილს:
“თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან..."
ანუ ეს ყველაფერი სააღდგომოდ, მამის საფლავზე მისული გოგაშვილის ასაფეთქებლად იგეგმებოდა!
გამწარებული ვიყავიო, ეს არაა გამამართლებელი არგუმენტი!
სწორედ, გამწარებული ხალხი აწყობს ტერაქტებს, აბა, რომელი ტერორისტია ზნეკეთილი “დედა ტერეზა"?!
მოკლედ, სასწრაფოდ დასაკავებელია!
ის საშიშია საზოგადოებისთვის!"- წერს გიორგი გიგაური