x
image
ელენე გუმა
"ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან , რეალურად არ ვიცოდი რა საშიშროება აგვცდა "

image



ჟურნალისტი, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სუსის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელშიც ვახა მაჩალიკაშვილი ფიგურირებს.


"ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან, როცა ბრიფინგს ვუსმენდი, ყურში არაფერი მესმოდა, ისე დავიბენი, შაბათს, 4 მაისს მეც ვიმყოფებოდი სოსო გოგაშვილის მამის წლისთავზე და რეალურად არ ვიცოდი, რა საშიშროება აგვცდა სასაფლაოზე, იქ იყო გოგაშვილის მცირეწლოვანი 7 წლის შვილი და პატარა მისი ერთი წლის შვილიშვილები, მისი დის 9 თვის შვილიშვილი, ნათესავები, მეგობრები, მეუფეები, კი გამკრა რაღაც ეჭვმა ისეთი გაძლიერებული დაცვით მივდიოდით, ახლა ვხვდები, ჩემი მეგობარი თეა ეს ერთი კვირაა დაზაფრული რატომ იყო, ასეთი დათრგუნული არ მინახავს ამ 7 წლის მანძილზე, გუშინ კი ერთი სიტყვა დაუწერა მაჩალიკაშვილს, სატანაოო და იმ უხსენებელმა ქალმა გოგაშვილის ცოლი ნახეთ, რას კადრულობსო, ისტერიკები მოოაწყო, ოჯახს უპირებდნენ აფეთქებას და თურმე ხმა როგორ ამოიღო, თუ მაჩალიკაშვილი სასწრაფოდ არ იქნა დაკავებული, სახელმწიფო დაგემხობათ თავზე ამ ბრიფინგის მერე, საქართველომ და მსოფლიომ გაიგო, კაცი ტერორისტულ აქტს როგორ გეგმავდა და ისევ გარეთ დადის! ამერიკის დროშების ქვეშ კარვები აქვს გაშლილი და კიდევ იმუქრება ეკრანიდან!ქვეყნის იმიჯს გუფრთხილდით ქვეყნისას, ამჯერად გადარჩა გოგაშვილის ოჯახი და ვინ იქნება ხვალ ტერორისტების სამიზნე, ვიცით?!"- წერს ჯღარკავა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიო ჩანაწერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს - ჰუსეინ მაჩალიკაშვილს ესაუბრება და ის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის - იოსებ გოგაშვილის მკვლელობას გეგმავს. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დავალებას აძლევს მის ძმისშვილს, რომ იოსებ გოგაშვილის მამის საფლავი იპოვოს ზემო მაჩხაანში. სუს-ის მტკიცებით, სწორედ მამის საფლავზე გეგმავდა მაჩალიკაშვილი შურისძიებას.

0
1166
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0