პოეზია მერიმე 2019, 8 მაისი, 2:05 ლიტერატურული თხრობის მანერას საუკუნეები უძღვის წინ, რომლის ამომავალი წერტილი მხატვრული ღირებულებების ისეთი ტიპის თხზვა არის, რასაც ლექსი, პოემა, ჰაიკუ, კატრენი, პროზა, ნოველა, მოთხრობა და რომანი გვთავაზობს.ამ დიდებულ დარგს არც საქართველოს სალიტერატურო საუნჯე ჩამორჩება ტაატით უკან და მის სალიტერატურო რენესანსულ ეპოქაში საპატიო ადგილიც უკავია.თუმცა, ახლა, არც ქართული და არც მსოფლიო ლიტერატურის განხილვას შევუდგები, (ჩემამდე რომ ბევრჯერ ითქვა), არამედ საკუთარი შემოქმედების გაზიარებას შევეცდები, რომელსაც დროდადრო ვუთმობ ნაწილს და მსგავსად ვჩხიბავ მის დარგშიც, როგორც მისი მიმდევრები.
სიყვარული გადაფრინდნენ წეროები, მიეფარეს ლიხს. ისევ მიყვარს ბუნებაში, - გავილაღე, ცრის. ამ სამყაროს უჩვეულოს, ულამაზეს წილ ეფინება მსხმოიარე სიყვარული მზის. მიმატოვეს ოცნებებმა, მარტო დავრჩი ცით. აღარ მიყვარს ის ამბორი, როს გკოცნის და თრთი. გავიარე მსხმოიარე ულამაზეს წილ, - ისევ შემრჩა ბუნებაში, რომ გიყვარს და თრთი. წერა ფიქრი ნისლია მთებისო, დასწერა ერთხელ მგოსანმა და როგორც მწყემსი თავის ცხვრებს- ისე მიჰყვება გზად მდევალს! გადაიარა სხვა ცები, - სხვა გზებმაც იწყეს თარეში და იმ სამოთხის კარებთან მღვდლები დაუხვდნენ ჩოხებში! გზად მიჰყვებოდა კვალდაკვალ ქალწულნი უდაბნოს ფარეხში, ისე ინება განგებამ, რომ ზეცა დარჩა ზეწარში! ---------------------------------------------------- - გარეკა ნისლმა ღრუბლები, გამოიდარა სვედ! - ამაღამ ისევ თავიდან გავიხანგძლივებ ბედს! ._._._._._._._._._._._._._._._._. რა კაცი დარჩა ეული დაობლებული გზით, იტვირთა მხოლოდ თვის წერამ მიუსაფარი ცით! მუსიკა ბგერებს შორის ცრის, უკრავს, მღერის, ქრის... და ბავშვობის სახლთან მზესუმზირას ფრცქვნის. იღიმება ცალყბად, ესალმება, კრთის- თითქოს რომ უყვარდა გაზაფხულის პირს! გაიარა წლებმა, გავიზარდეთ მზით და იმ სახლთან ახლა- სხვები უკრავს ჰიმნს! ჩამიარა თვალწინ მოგონებამ სვით და ჩემს სახლთან ისევ- მზესუმზირას ვფრცქვნი... ჩვეული მარშით- რემა ბუკითა და წინწილაკით მიაშურებს მეფე წინ და მიჰყვება საპატიოდ მონა ჯარი მხედარს სვლით, გაიარეს მინდორ-ველი და აკურთხეს ზეცა ხმლით!- რა ყოფილა ეს ბუნება, როცა ომობ- გიცავს ხმით! დაილაშქრა რაზმელები და მტერს ავლებს მუსრით კბილს, მსგავსი მეფე მხოლოდ ერთხელ- დაიბადა ლიხის პირს!- იერ-სახით ქრისტესა ჰგავს, ულამაზეს პირის წილ და ზევსივით ცეცხლისმფრქველი დრაკონია თვალის წილ! საფიქრალი ვფიქრობდი იმ დღეს ზნედაცემულზე, როს წმინდანობდა ოდეს და იმ ბატონზეც, როცა ღმერთობდა !- (არ დავუჯერე რუსთველს).- ისევ ისჯება იგივე ეპოქა, დღესაც ბატონობს ვინმე, და ის გვირგვინი ყველა მატურანტს თავზე ახურავს, - ცდის ბედს! ისევ მწარდება იმ კენწეროში, ტკბილად რომ სჭამ და ირგებ, - თუკი მანამდე არ დაგეწია- ის უსასრულო ღვთისკენ!- ალილუიას კვლავაც მღერიან, ხმა რომ არა მაქვს, ვუსმენ.- მამაო ჩვენო, როს დავბერდები:- ნუ მომაშორებ ცისფერს! სათავღობო (რუსთველურად) მზისა და მთვარის ამბავი ქვეყნად ნაცნობი ნირია, მაგრამ მზისა და მთვარისა მხოლოდ ქართული ფიქრია. რა ზღვებმა იწყეს ლაშქრობა მტრებმა დარაზმეს აფრები და სათითაოდ მიჰყავდათ მამულიშვილნი ჯაჭვებით. წარღვნა ჰიუგო ალბათ ფერფლიდან აღდგება და დაიტირებს ქალაქს!- ასე უიღბლოდ იწვის ტაძარი- ერას ართმევენ საყდარს! - რა გეშველება პარიზო ჩემო, სახე მიგიგავს სახრავს, - აღარ დასრულდა ეს ომობანაც, ეიფელს ვხედავ ცასთან და სათითაოდ იწვის ეპოქა, მოლა ყროყინებს მთასთან!- ისევ დავშორდით უსასრულობას, რომ ყველა ვდგავართ ზღვასთან. *- აქ, ყროყინებს უსმენოდ მღერას ნიშნავს. * ცივი ქარი. სუსხი და ნისლები მთის.უამინდო დარში- პალმა კრთის და ცრის. მეც მიყვარდა მაშინ უანგარო ღვთის, მაგრამ შემდეგ ისევ ვაღიარე ზღვის. რა ვუყოთ რომ ისევ აღარავარ ცის- ვზივარ მდინარესთან და არ ვტირი, ცრის. მეც შენსავით კიდევ მეყვარება- ცის, მაგრამ ისევ ისე ვაღიარებ ზღვის ... თალხი ამაოების ბაზარი იდგა, მზე ანათებდა შავით და მემწვანილე ბალახს ჰყიდიდა, კურდღელი მოკვდა ღამით. - ეს რა ლექსია უკან დამჩხავლა, - გიჟმა მესროლა ქვაი და ანაბარა გამოვეკიდე- ზეცა მეხურა ქარით! საღამო ეს სილამაზე ღამის, ჯადოსნურია ლამის, - ვფიქრობ ხანდახან ღმერთს- აქ უცხოვრია სვედ! მთვარესთან მავალს ვკითხე:- თუკი უნახავს მზე, - და მიპასუხა ცისკენ;- ვარსკვლავი უზის ფერხთ! --------------------------------------------------- შებინდებისას მხარი ისევ ვიცვალე მეც და მივუბრუნდი მზის ჩრდილს- მთვარე ნებივრობს დღეს! აღარ მინახავს მსგავსი, დედოფალია- წერს!- და, ფირენცეში ღამით ჯადოსნურია სვე... გეზი ცხრა მთას იქით ზღაპარს ჰყვება, - ცა დამუნჯდა წუთით და ჰორიზონტს ემსგავსება, რომ იცრუა ხიბლით.ისევ მიჰყავს იმ ოცნებას აფრიანი გემით, უსაშველო არაკია- უასაკო სიბრძნით! ნირი (რუსთველურად) ბრძენთა და ბეცთა სიუხვე, აუგი რა საკადრისია, რასაცა შობსა სამყარო, ითვლება მისი წვლილია, როს განირჩევა მათგანი, სამოთხეც მათი წილია, როგორსაც შეიქმნ სამყაროს, ცხოვრებაც მსგავსი ხიბლია! რაში მიირწევდა ნელი ქარით ის ნავები ცაში და უსწრებდა მას გემები მოწინავე ქარით! სადღაც რბოდა ზღვა რემებით ის ოცნებაც ცხადში, - როს მეც ვრბოდი მოცარტივით, გამიელვა თავში... აღარ მიყვარს სხვა მუსიკა და მხატვრობა მთაში, - როცა სახლთან ახლოსა მაქვს: - მზე, ცა, ზღვა და რაში! - მივილიე ოცნებები, მივიჩქარი მარშით და ფერარით უკან მომსდევს; - გალაკტიონ, - საშვი! 15 შეფასება არ არის
|